მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის ანსამბლ „სალაღობოში“ წლებია მოღვაწეობს. წარსულზე საუბარი დიდად არ ხიბლავს, თუმცა ამაყობს თავისი მუნიციპალიტეტით და ინტერვიუს დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ცაგერში კულტურული ცხოვრება არასოდეს შეწყვეტილა.
საამაყო კი უდავოდ აქვს - საშურა გოგიძე ცაგერის კოლორიტია და ვერც პანდემია უშლის ხელს ანსამბლის წევრებთან ურთიერთობაში: ტელეფონით ხშირად საუბრობენ და ერთმანეთის გარეშე ვერც ცხოვრება წარმოუდგენიათ. ასეა, ნახევარი ანსამბლი ერთმანეთის ნათესავია, მეორე ნახევარი კი სამეგობროო, - გვიმხელს ბატონი საშურა და ინტერვიუსაც ჩვეული შემართებით, ჩვეული იუმორით წარმართავს, ისე, როგორც ცაგერის კოლორიტს შეშვენის.
- თავს როგორ გრძნობთ, ბატონო საშურა?
- რა გითხრათ - პანდემიის პერიოდში კარგად არავინაა, მაგრამ ცუდადაც არ ვარ...
- სუფთა ჰაერზე ხართ და ვირუსი რას დაგაკლებთ.
- ასეა ნამდვილად...
- სამწუხაროა, რომ ახლა ყველაფერი შეჩერებულია. ანსამბლის წევრებს სახლში გიწევთ ყოფნა.
- რა გაეწყობა... ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ხდება, თუმცა ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებით... ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებთ.
- რატომ აირჩიეთ ეს გზა?
- ოჯახმა ბევრი რამ განაპირობა... მამა ხელოვანი კაცი იყო - მსახიობი, მომღერალი და მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე, ამ სფეროს ვემსახურები.
- ისე, როგორი მოსწავლე იყავით?
- გადასარევი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ სამაგიეროდ ყოფაქცევაში მეწერა ფრიადი. პროფესიის არჩევანი კი იმ გარემომ განაპირობა, სადაც ვიზრდებოდი...ჩემი შვილებიც ასე არიან - მართალია, ახლა ნაკლებად იცლიან ხელოვნებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი არც მათთვისაა უცხო.
- როგორია ხელოვანი ადამიანის ცხოვრება რეგიონში?
- თავისებური... ჩვენი ანსამბლი 1998 წელს შეიქმნა და მაშინ საერთოდ არაფერი გვქონდა - ინსტრუმენტებიც კი; მაგრამ მერე მეგობრები დაგვეხმარნენ, ხალხი გვერდით დაგვიდგა და გავიმართეთ წელში. ახლა კი, იმ პერიოდთან შედარებით, საწუწუნო რა გვაქვს? ჩვენი ანსამბლი შიშველ ენთუზიაზმზე შეიქმნა.
- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახალგაზრდებს თუ აქვთ ინტერესი ხელოვნებისადმი?
- რა თქმა უნდა... ახალგაზრდა თაობებს უყვართ ხელოვნება და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ლეჩხუმში კულტურული ცხოვრება არასოდეს გაჩერებულა.
- ახლაა შეწყვეტილი, სამაგიეროდ. ნოსტალგიას როგორ უმკლავდებით?
- ვეხმიანებით ერთმანეთს ტელეფონით. ჩვენ ერთმანეთისთვის ძმები, მეგობრები, ნათესავები ვართ და მუდმივად ვკონტაქტობთ. სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
- ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას თუ გრძნობთ?
- ვიცით, რითიც შეეძლებათ, მხარში დაგვიდგებიან. ჩვენმა ანსამბლმა ურთულესი პერიოდები გაიარა და ასე, ერთობლივი ძალებით მოვედით დღემდე.
- სხვაგან ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე არასოდეს გიფიქრიათ?
- არა! სხვათა შორის, მქონდა შემოთავაზება და რომ დავთანხმებოდი, ახლა ანსამბლ „რუსთავის“ წევრი ვიქნებოდი, მაგრამ ვერც ოჯახი დავტოვე, ვერც მშობლიური კუთხე და ვერც ანსამბლი.
- დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ნანობთ ამ გადაწყვეტილებას?
- არა, არასოდეს მინანია. ჩემი ცაგერი მირჩევნია რუსთავსაც და თბილისსაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.