მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სვანური ზარი
სვანური ზარი - როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი
სვანური ზარი სამგლოვიარო სიმღერა - მოთქმაა, ის სვანეთის ეთნოგრაფიის ყოფამ დღემდე უნაკლოდ და სახეუცვლელად შემოინახა. ზარს დაკრძალვის დღეს ოჯახში შემდეგ სასაფლაოზე ასრულებს ზარის გუნდი.
სვანური ზარი არის ფოლკლორულ ეთნოგრაფიული ერთეული, რომელიც ჯერ კიდევ ყოფაში გვხვდება, არსებობენ მისი ცოცხალი მატარებელნი (შემსრულებლები), მაგრამ შესაძლებელია გაქრობის საფრთხე დაემუქროს, ამიტომ პრევენციული ზომების გასატარებლად სვანურ ზარს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც გულისხმობს მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდა თაობისათვის მის გადაცემას, საერთაშორისო მასშტაბით მის პოპულარიზაციას.
სწორედ იმ მიზნით, რომ გაგვეგო სვანური ზარის დანიშნულება და რამდენად არის დაინტერესებული ახალგაზრდობა მისი შესწავლით ვეწვიეთ დაბა მესტიაში ლოტბარს და განსაკუთრებული ხმის მქონე უხუცეს ბექაი რატიანს, რომელსაც 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე 82 წელი შეუსრულდა და ვულოცავთ დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.
ბატონი ბექაის თქმით, სვანეთში დაკრძალვასთან და მიცვალებულის პატივის მიგებასთან დაკავშირებული ყველა ის რიტუალი და წეს-ჩვეულება, რომელიც საუკუნეების წინ არსებობდა, თითქმის უცვლელი სახითაა შემორჩენილი. კვლავ სრულდება ყველა წესი. მათ შორის, გასვენების დღეს, მამაკაცები ქალების მოთქმის პარალელურად ამბობენ ზარს. ზარი არის ის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც კრავს დაკრძალვის რიტუალს. რიტუალის სიძველეს თვით ამ ფოლკლორული ნიმუშის ფუნქციური და ინტონაციური ანალიზიც ცხადყოფს, როგორიცაა შესრულების დაძაბული, დაჭიმული მანერა, მხოლოდ შორისდებულებზე აგებული შეძახილის ინტონაციები, ანტიფონურობა, მარტივი აკორდული ფაქტურა და სხვა. „ზარი“ არის ერთადერთი ხალხური სასიმღერო ნიმუში, რომლის შესწავლა ოჯახში არ შეიძლება. სადმე გარეთ, ტყეში, ან მდინარის პირას ისწავლება. სვანეთის ფოლკლორული ანსამბლები „ზარის“ თქმას სცენაზეც ერიდებიან ასევე გასვენების დროს ითქმის სამნაირი: ზარი ერთი, მეორეა გალობა და მესამე კვირია.
ზარი ითქმის მთელი დღის განმავლობაში მიცვალებულთან, გამოსვენებისას გალობენ, რომ ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს და კვლავ სასაფლაოზე ითქმის ზარი.
კვირია ითქმის მაშინ როდესაც ღრმად მოხუცებული გარდაიცვლება და ოჯახში ყველა მშვიდობით რჩება შვილები და შვილიშვილები.
სვანური ზარი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა კუთხის სამგლოვიარო სიმღერებისგან და ამიტომაც შემორჩა დღემდე, მის შენარჩუნებას აგრეთვე ტრადიციების მოყვარულ სვან ხალხს უნდა ვუმადლოდეთო. მისი განმარტებით დაკრძალვის დღეს არაერთი გუნდი ასრულებს სამგლოვიარო ზარს, გარდაცვლილის ნათესავები, რომლებიც სვანეთის სხვადსხვა თემში ცხოვრობენ მოჰყავთ ზარის შემსრულებელთა გუნდები, ადრე მიცვალებულის საფლავთან ზარს ცალ-ცალკე ქალებისა და მამაკაცების გუნდები ასრულებდნენ. განასხვავებენ უშგულის, იფარის, მულახის, ლატალის, ბეჩოს ზარს.
ასევე გულდაწყვეტით ისაუბრა ბატონმა ბექაიმ, რომ ახალგაზრდები არ არიან მოწადინებული სვანური ზარის შესწავლაზე, რადგან შესასწავლადაც არის რთული.
ასევე მოვიპოვეთ ვიდეო მასალა სადაც მისი გუნდის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ბექაი რატიანი არის ერთ-ერთი დამწყები და მის გარეშე ვერ ასრულებენ ზარს რადგან ძალიან რთულია მისი შესრულება.
ვთვლით, რომ ჩვენი ამ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და მინდა ჩვენი ინიციატივა შევთავაზოთ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, გამოვიყენოთ თითოეულმა ჩვენი თემის ზარის შემსრულებლების ცოცხალი პოტენციალი და სკოლებში ფორმალური თუ არაფორმალური გზით ხელი შეუწყოთ სვანური ზარის შესწავლა პოპულარიზაციას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ პროექტისთვის მოძიებული ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება