მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას 2022 წლამდე ვერ შეძლებენ, პედაგოგების პროტესტი მოჰყვა.
უფროსი და წამყვანი მასწავლებლები უსამართლობად მიიჩნევენ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პრაქტიკოს პედაგოგებს პროფესიული წინსვლისთვის უამრავი შანსი მისცა, სხვა სტატუსის პედაგოგები კი შეაფერხა და მათ წინსვლისთვის დროს აკარგვინებს.
უფროსი მასწავლებლები მოითხოვენ, წლების დაკარგვის გარეშე მიეცეთ სტატუსის ამაღლების შანსი და თუ არ ჩატარდება გამოცდა, რომელიც წამყვანისა და მენტორის სტატუსის მისანიჭებლად მთავარი კომპონენტი იყო, სხვა აქტივობებით მოხდეს მათი პროფესიული წინსვლა.
„ეს დისკრიმინაციაა, მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის მუშაობს სქემა!“
„მოგვცენ შანსი, წამყვანები მხოლოდ გარე დაკვირვების გავლით გავხდეთ, ნუ გვაფერხებენ!“
„რატომ უნდა ვზარალდებოდე თუ პროფესიული წინსვლა მინდა? როგორ გვიხსნით, რის მიხედვით გვაფერხებთ სტატუსიან პედაგოგებს?“
„მოვითხოვოთ!!! მასწავლებელს, რომელსაც 10-10 კრედიტი აქვს პროფესიულ უნარებში და საგნობრივი მიმართულებით, მხოლოდ გარე დაკვირვების გაკვეთილით მოხდეს მათ მიმართ სტატუსის ცვლილება!“
„ეს დაცინვაა, რატომ გვიკარგავენ წლებს, ისე გავხდები საპენსიო ასაკის, წინსვლის საშუალება არ მომეცემა“.
„დიდი სიმახინჯეა ეს კრედიტები, გამოცდები და ეს აბსურდული სქემა“.
„ჩვენ ვართ სქემაში გახლართულები“ - ასეთია პედაგოგთა გამოხმაურებები.
მთავრობის დადგენილებით, როგორც უფროსმა, ისე წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის ასამაღლებლად სხვა სავალდებულო აქტივობებთან ერთად პროფესიული უნარების გამოცდა უნდა ჩააბარონ. როგორც 2020 წლის 27 ნოემბერს მიღებულ დადგენილებაში წერია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გათვალისწინებული პროფესიული უნარების გამოცდას 2022 წლიდან ჩაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფროსებისთვის და წამყვანებისთვის 2021 წლის განმავლობაში სტატუსის ამაღლება შეუძლებელი იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გამოცდის გარეშე სტატუსის ამაღლება შეეძლებათ მხოლოდ იმ უფროს პედაგოგებს, რომლებსაც დარჩენილი აქვთ მხოლოდ გარე დაკვირვების გავლა და აღნიშნულ აქტივობას 31 იანვრამდე ან 15 ივნისამდე წარმატებით განახორციელებენ, ან მათ ვინც 2020-2021 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაწყებამდე დოქტორის აკადემიური ხარისხს მოიპოვებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო