მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში არსებულ უცხო ენის კლუბში - Радуга Добра საკონკურსო ციებ-ცხელება დაიწყო.
თემების: „Добро и зло“(სიკეთე და ბოროტება), „Дружба - это не работа“ (მეგობრობა სამუშაო არ არის), „Жизнь прекрасно...“(ცხოვრება მშვენიერია), „Мы против травли!“(ჩვენ ბულინგის წინააღმდეგი ვართ) გავლის შემდეგ კლუბის წევრები კომპლექსური დავალების - „Давайте жить дружно!“ (მოდით ვიცხოვოთ მეგობრულად) შესრულებას შეუდგნენ. კომპლექსური დავალების ფარგლებში კლუბის წევრები შექმნიან ვიდეორგოლებს ნებისმიერი სახის ძალადობის წინააღმდეგ მოწოდებებით. მოსწავლეები ვიდეორგოლებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ. დავალება საკონკურსოა, რადგან იგი სასკოლო პროექტის - „გული - გულს, ხელი - ხელს“ ფარგლებში ტარდება. საუკეთესო ვიდეორგოლების ავტორები სკოლის დირექციის სიგელებით დაჯილდოვდებიან. სურვილის შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბათუმის N20 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება