სიახლეები
სიახლეები

რა განსხვავებაა მოწვეულ და შემცვლელ მასწავლებლებს შორის და რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ
03-01-2021
-
+


რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მოწვეულ ან შემცვლელ მასწავლებლებს, რამდენი ხანი შეუძლიათ სკოლაში მუშაობა და როგორია მათი საგაკვეთილო საათების ხანგრძლივობა?  - აღნიშნულ კითხვებით etaloni.ge - ს სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველმა არაერთმა დაინტერესებულმა ადამიანმა მიმართა, შესაბამისად გადავწყვიტეთ მოწვეული მასწავლებლის შესახებ ინფორმაცია ვრცლად და დეტალურად მოგაწოდოთ.

ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი

მოწვეული მასწავლებელი − პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

მოწვეული მასწავლებელი შეიძლება დაინიშნოს მასწავლებლის  ვაკანტურ პოზიციაზე შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე. ამასთან, დირექტორი უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისათვის დაადგინოს მისთვის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი განმარტავს: „მოწვეული მასწავლებელი არის პირი,  რომელიც სხვაგანაც არის დაკავებული და სკოლას შესაძლებლობა ეძლევა ეროვნული სასწავლო გეგმის გაძლიერებული სწავლებისას ან არჩევით საგანზე მოიწვიოს ეს პირი მასწავლებლად სკოლაში. ანუ ასეთი ადამიანი სრულად არ არის დასაქმებული სკოლაში. მოწვეული მასწავლებლის შემთხვევაში სკოლა თავად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა კვალიფიკაციის ადამიანს მოიწვევს, გამომდინარე სასკოლო სასწავლო გეგმიდან“.

რამდენი საათის სწავლის უფლება აქვს მოწვეულ მასწავლებელს

მოწვეული მასწავლებლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ის.  შესაბამისად მისი ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული საგაკვეთილო საათების მიხედვით.

რას ნიშნავს შემცვლელი მასწავლებელი და რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მას

შემცვლელი მასწავლებელი − დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

შემცვლელი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება სხვა მასწავლებლით.

შემცვლელი მასწავლებლის  ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე.

შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

ამასთან, შემცვლელი მასწავლებლისთვის არ არის შეზღუდული ჩასატარებელი საათების რაოდენობა.

იხილეთ ასევე: რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლობის მსურველები სკოლაში მუშაობის დასაწყებად? - ბრძანება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება
სკოლები

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს საგანმანათლებლო ანიმაცია „ნარჩენების მართვა’’

პროგრამა ფოკუსირებული იყო ახალგაზრდებზე, რომელთაც ახლო მომავალში პირველად ექნებათ შეხება არჩევნებთან

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება