მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N23 საჯარო სკოლაში, ვირტუალურ გარემოში, შემოქმედი მოსწავლის, ნუცა დიასამიძის, ონლაინ გამოფენა მოეწყო.
გამოფენის მიზანი იყო მოსწავლეებს ერთფეროვანი რეალობის მიღმა დაენახათ ირეალური სამყარო, რომელშიც სილამაზე, სიყვარული და სიკეთე დომინირებს.
„ხელოვნება მრავალფეროვანი და მარადიულია. იგი ანდამატივით გიზიდავს და საოცარ სამყაროში გამოგზაურებს. ტკივილებს დაგიამებს და სულის სიმშვიდეს გაპოვნინებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება იმედი, ძალა, მხნეობა და არსებულ გამოწვევებთან გამკვლავება.
ბედნიერებაა, როცა შეგიძლია სინამდვილის გაცოცხლება ფერებში. როცა საკუთარი განცდები, გრძნობები თუ სიხარული ტილოზე გადაგაქვს. მხატვრობა ხომ დიდი სამყაროა და მასთან ზიარება მარადისობის შეგრძნება. სწორედ ამ დიდი საიდუმლოს საზიარებლად ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლაში, ვირტუალურ გარემოში მოეწყო შემოქმედი მოსწავლის, ნუცა დიასამიძის, ონლაინ გამოფენა. გამოფენის მიზანი იყო მოსწავლეებს ერთფეროვანი რეალობის მიღმა დაენახათ ირეალური სამყარო, რომელშიც სილამაზე, სიყვარული და სიკეთე დომინირებს. ახალბედა მხატვრის მიერ გამოყენებულმა ფერადმა ფუნჯებმა წუთით დაგვავიწყა ნაცრისფერი რეალობა და გვამოგზაურა საოცარ, ფერად, ლამაზ და იდუმალ სამყაროში. რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება
დატოვა თანატოლთა სულიერებაზე“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება