მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020 წლის 5 და 6 დეკემბერს USAID-ის საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ლიდერი მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“ („ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის დანერგვის მხარდასაჭერად).
ქუთაისის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგს ესწრებოდნენ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლები: მერი სართანია, თამარ ჟორჟოლიანი, ეკა მაჩიტაძე, ელისო ჩხიკვაძე და მაია ჩეჩელაშვილი.
შეხვედრები წარმართა USAID-ისა და RTI-ს ერთობლივი საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერმა და უბადლო პროფესიონალმა ქალბატონმა ლია ცერცვაძემ.
„სატრენინგო პროგრამის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:
I დღე: ლიდერი მასწავლებელი; კონსტრუქტივიზმი და ცნებებით სწავლების პედაგოგიკა; ახალი სკოლის მოდელი
II დღე: დიფერენცირებული სწავლება; ინკლუზია; მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები
სატენინგო შეხვედრები მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში. ინფორმაციულად
დატვირთული სესიებზე გამოყენებული იყო ეფექტური სასწავლო რესურსები – პრეზენტაციები და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დიდ სამსახურს გაუწევს სკოლას სამომავლოდ, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზებისას.
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ლია ცერცვაძეს მნიშვნელოვანი საკითხების ჩვენამდე სიღრმისეულად მოტანისა და გამორჩეულდ საინტერესო შეხვედრებისთვის. ვიმედონებთ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა.
წარმატებას ვუსურვებთ პროექტის გუნდსა და მასში ჩართულ ლიდერ მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შედეგიანად წარმართვის საქმეში“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება