სიახლეები
საინტერესო

ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური პროგნოზი თვეების მიხედვით - ვის გაეზრდება შემოსავალი და ვინ იქნება იღბლიანი ხარის წელში?
16-12-2020
-
+


2020 წელი მსოფლიოსთვის არც თუ ისე სასიამოვნო იყო და ბუნებრივია, ყველას მშვიდი, ბედნიერი და სასიამოვნო ახალი წლის იმედი გვაქვს. ახალი წელი ყოველთვის ამაღელვებელია, კარგი დროა ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად.

რა მოხდება განსაკუთრებული ჩემთვის 2021 წელს?
დავიწყებ ახალ სამსახურს?
გახდება ჩემი ფინანსური მდგომარეობა უკეთესი?
დავქორწინდები 2021 წელს?

ამ კითხვებზე პასუხს ასტროლოგიურ პროგნოზში იპოვით. თ

თუმცა, სანამ ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცნობით, აქვე გეტყვით, რომ ასტროლოგიური პროგნოზები წინასწარ გაჩვენებთ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. ეს არის მოვლენების მონახაზი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

მაშ ასე, 2021 - ხარის წელი პირობას დებს, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კარგი იქნება. ამ წელს პოზიტივი, სიცოცხლისუნარიანობა და ბედნიერება იტრიალებს მსოფლიოში. გაიგეთ, რა შესაძლებლობებს მოგიტანთ მეტალის ხარის წელი პირადად თქვენ:

ვერძი

2021 წელი იწყება უამრავი შესაძლებლობებით სიყვარულისა და რომანტიკის მხრივ, მაგრამ კარგი ამბები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასიყვარულო სფეროთი. 5 იანვრიდან წარმატება გელოდებათ ინტელექტუალური და კარიერული მხრივაც. ამ პერიოდში თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობთ ნდობას, ენთუზიაზმსა და ჰარმონიას. კარგი იქნება თუ დაგეგმავთ შვებულებას ან გადაწყვეტთ ცოდნის გაღრმავებას.

მარტის თვეში შემოსავლის ზრდა გელოდებათ, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი, რასაც სამყარო მოგცემთ. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გაგაძლიერებთ მეგობრების მხარდაჭერა. აპრილში თავს კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობთ, სახლში სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სასიყვარულო ცხოვრება კი უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება. ამ პერიოდში თქვენვე დაინახავთ ნებისყოფისა და თავდაჯერებულობის ზრდას. მრავალი შესაძლებლობა გამოჩნდება.

მაისში თავგადასავლები და მოგზაურობა გელოდებათ. თქვენი გონება მშვიდი იქნება, ჯანმრთელობა კი - ძლიერი. ოჯახის და მეგობრების სიყვარული და პატივისცემა გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და კიდევ უფრო კარგი ფინანსური პერიოდი დაგიდგებათ. ივნისში მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად, რადგან ეს მოგიტანთ ენერგიის ზრდას და სიხარულის შეგრძნებას. ამ პერიოდში იგრძნობთ ცვლილებების სურვილს. შეიძლება გადაწყვიტოთ ახალი სახლის შეძენა ან თუნდაც გარემოს შეცვლა. ზაფხულში კარგი იქნება თუ ფინანსურად სიფრთხილეს გამოიჩენთ, ივარჯიშებთ და დაკავდებით მედიტაციით ან იოგით. აგვისტოში თქვენი, როგორც ლიდერის პოტენციალი გაბრწყინდება, მაგრამ შეიძლება რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეთ.

სექტემბერში ცეცხლოვან ენერგიას იგრძნობთ, გაიზრდება თქვენ მიმართ ნდობა. ეს არის შესაძლებლობისა და გამარჯვების კიდევ ერთი პერიოდი. ოქტომბერში თქვენ დიდ წარმატებას განიცდით ყველა ასპექტში, ეს მშვენიერი პერიოდია მათთვის, ვინც მარტოხელაა, რადგან შეიძლება შეხვდეთ ისეთ ვინმეს, ვინც მართლაც შეცვლის თვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.

წლის ბოლოს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ თავს და გამოასწოროთ აქამდე დაშვებული შეცდომები. ამ პერიოდში უკეთესად გეცოდინებათ, ვინ არის თქვენს მხარეს და ვისი ნდობა შეგიძლიათ. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში რაიმე მცირე კონფლიქტი იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თავად მოგვარდება. 2021 წელს თქვენი ცხოვრების ყველა სფერო კარგად იმუშავებს, შესაძლებლობები გეძლევათ, გამოყენება კი თქვენზეა დამოკიდებული.

კურო

2021 წელი უამრავი წარმატებით დაიწყება თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ ყველაფერს გააფუჭებთ, თუ სიზარმაცე შემოგიტევთ. რეგულარული მედიტაციის ჩატარება ნამდვილად დაგეხმარებათ. თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ყველა დაგეგმილი პროექტი რეკორდულად მოკლე დროში.

საზოგადოებისთვის შესამჩნევი გახდებით, უთხარით „დიახ“ ყველა შესაძლებლობას. თებერვალი ასევე ხელს შეუწყობს რომანტიკულ პარტნიორებს შორის სიყვარულს, ზრუნვას და თანაგრძნობას. ძალიან სასიხარულო პერიოდი იწყება რომანტიული ურთიერთობების თვალსაზრისით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში შეიძლება ზედმეტი ჭამის სურვილი გაგიჩნდეთ, რაც ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

წლის დასაწყისში თქვენ შეეცდებით უამრავ საქმიანობას ერთად მოჰკიდოთ ხელი. განვითარების ბევრი შესაძლებლობა მოგეცემათ. აპრილი კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მოგზაურობისთვის, თავგადასავლებისთვის. გაზაფხულზე იგრძნობთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ არ შეუშინდეთ დიდ ოცნებებს, დაისახეთ მიზნები და იშრომეთ. იმუშავეთ კომუნიკაციური უნარების დახვეწაზე, რადგან ეს ხელს შეუწყობს თქვენს კარიერას, მეგობრობასა და სასიყვარულო ცხოვრებას.

ზაფხული კმაყოფილებასა და წარმატებას მოგიტანთ. თქვენ შრომის შედეგით დატკბებით. ზაფხულის პერიოდში ცხოვრების ყველა ასპექტში დადებითი ტენდენციები იქნება. მიჰყევით თქვენს გულის ხმას და ნუ იქნებით მერყევი.

ეს წელი მშვენიერი დროა მედიაში დასაქმებული და ხელოვანი კუროებისთვის. შემოდგომაზე მარტოხელა კუროები მეორე ნახევარს იპოვიან. ნოემბრის თვეში გამოწვევების წინაშე დადგებით, შეიძლება ილუზიაში ცხოვრება მოგიხდეთ, რეალობასთან თვალის გასწორებამ კი შეგაშინოთ. ჯობია გამოწვევებს მყარად დახვდეთ და ემოციური სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

ტყუპებო, თქვენთვის 2021 წელი განსაკუთრებული სიახლეებით დაიწყება, ეს შეიძლება იყოს ახალი მეგობრების შეძენა, მოულოდნელი სიყვარული ან თუნდაც შვილი. ეს წელი ნამდვილად ბევრ სიახლეს გპირდებათ. შეიძლება ამ ეტაპზე გრძნობთ შფოთვას, ვერ გეგმავთ საკუთარ მომავალს ან შეიძლება ჯანმრთელობის მცირე პრობლემებმა იჩინოს თავი, თუმცა ეს ყველაფერი თქვენი გონებიდან მოდის. თუ იმუშავებთ გონებრივ და სულიერ სიმშვიდეზე, ფიზიკური სიმპტომები ისე გაქრება, ვერც მიხვდებით. ეცადეთ გამოიყენოთ თქვენი ხასიათის ჰაეროვანი სიმსუბუქე და ყველა საფიქრალს მარტივად გაუმკლავდებით. იფიქრეთ მარტივად, ნუ გადაიღლით გონებას.

მოიმატებს თქვენი ინტერესი სულიერი საკითხების მიმართ, ასევე გაგიჩნდებათ სოციალური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი. თებერვლის პერიოდში იგრძნობთ, რომ გსურთ იყოთ მეტად სოციალურად აქტიური, მოძებნოთ ახალი სანაცნობო წრე, მისდიოთ თქვენს ჰობსა და ვნებებს.

პროფესიონალური ზრდისა და წარმატებისთვის ბევრ შესაძლებლობას დაინახავთ. მარტში შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდებათ. წლის დასაწყისში სამსახურზე ფოკუსირება კარგ შედეგს მოგიტანთ, პროფესიონალურად მეტად განვითარდებით.

აპრილისთვის მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, თუმცა ეს პერიოდი საკუთარ თავზე მუშაობით გადალახეთ. გამოყავით დრო, რომ შეისწავლოთ ახალი რაიმე და დაფიქრდეთ, რამდენ შანსს იძლევა სამყარო. ამ პერიოდში სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან, მატულობს ავარიების ალბათობა.

გაზაფხულის ბოლოს მეგობრებთან ახლო ურთიერთობა ემოციურად კარგად გაგხდით, თქვენი სანდოობა გაიზრდება და ფინანსური შესაძლებლობებიც გაჩნდება. სასიყვარულო და ფინანსური კეთილდღეობისთვის განსაკუთრებულად კარგი პერიოდია მაისის ბოლოდან. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ ეცადეთ, ზედმეტი ემოციებით თავი არ გადაიწვათ. შესაძლოა იგრძნოთ გამოფიტვა, თუ არ გააკეთებთ ე.წ. პაუზას.

ივლისში ეცადეთ გააკონტროლოთ ფინანსების ხარჯვა, მოგინდებათ ბევრის დაფლანგვა არაღირებულზე, ამიტომ წინასწარ გქონდეთ გეგმა, რა გჭირდებათ რეალურად და რა - არა. ივლისი მშვენიერი დროა ინვესტიციებისთვის. ამ პერიოდში საზოგადოებასთან ურთიერთობები პიკს აღწევს, აგვისტოში შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ შეყვარებული ხართ.  

სექტემბერი სწორედ ის დროა, რომ ყურადღება მიაქციოთ ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობას. ამ პერიოდში იგრძნობთ, რომ თქვენში ტრანსფორმაცია მოხდა.

წლის ბოლო წარმატებას, დიდებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. იგრძნობთ ნდობას საზოგადოების მხრიდან. შეიძლება, სიზარმაცემ და მოტივაციის ნაკლებობამ შემოგიტიოთ, მაგრამ თქვენი საყვარელი ადამიანების გვერდში დგომით თავს მაინც კომფორტულად იგრძნობთ.

2021 წლის ბოლოს თქვენ იგრძნობთ კმაყოფილებას, უკვე დარწმუნებული იქნებით, ვინ გსურთ, რომ იყოს თქვენს გარშემო. წლის ბოლოსაც, როგორც წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი სიახლე გელოდებათ - ახალი მეგობრები, პარტნიორი ან ბავშვი. იყავით ემოციურად სტაბილური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად წლის დადებითი მოვლენებისა, გამოფიტვას, უენერგიობასა და მოტივაციის დაკარგვას იგრძნობთ.

კირჩხიბი

წლის დაწყებისთანავე შეიძლება იგრძნოთ გაურკვევლობა და დაბნეულობა, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ ესა თუ ის საქმე. გამოყავით გარკვეული დრო, ფოკუსირდით და იფიქრეთ გაწონასწორებულად. სასიყვარულო ურთიერთობებში წლის დასაწყისში მოსალოდნელია უთანხმოება და გაუგებრობა, ეცადეთ დროულად მოაგვაროთ, სანამ დიდ პრობლემებში გადაიზრდება. პოზიტიური განწყობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ, თუმცა ეს პერიოდი ფინანსურად კარგია. აპრილამდე მოსალოდნელია საქმეში და ფინანსებში წარმატება. გარკვეულწილად ექსპერიმენტების სურვილი გაგიჩნდებათ, იგრძნობთ ენერგიულობას და გაგიჩნდებათ სურვილი, დაიტვირთოთ საქმეში ისე, როგორც არასდროს. თქვენ უბრალოდ უნდა ენდოთ თქვენს ინსტინქტებს.

4 მაისიდან შეიძლება დაიწყოთ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრი, იგრძნობთ მეტ დამოუკიდებლობას. ეს ასევე ფანტასტიკური პერიოდია სიყვარულისთვის. თქვენი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ბევრ ადამიანს იზიდავს. ზოგჯერ გაქვთ სისუსტეები, თუმცა ეს თქვენი ნიშნის შინაგანი ხასიათის ბრალია, რადგან ემოციებს თქვენი მმართველი პლანეტა - მთვარე მართავს.

ივნისი მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია, შეიძლება მარტოხელა კირჩხიბებმა დაქორწინება სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტონ. ეს პერიოდი ძალიან ჰარმონიულია, თუმცა შეიძლება გარკვეული იმედგაცრუებები იყოს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ძალიან ბევრს ხარჯავთ. ეს ყველაფერი მოსალოდნელია ივლისში, რადგან ეს იქნება ემოციური და გონებრივი რყევების თვე. შეეცადეთ, საკუთარ თავთან უთანხმოება აღმოფხვრათ, შეეგუეთ თქვენს ხასიათს და მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. დააფასეთ თქვენი ცვალებადი ხასიათი, რადგან მას თქვენთვის უამრავი საჩუქარი მოაქვს.

აგვისტოში თავს უფრო მშვიდად გრძნობთ. სექტემბერი მშვენიერი თვეა თქვენი ცხოვრების ყველა სფეროსთვის და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ დიდებულად ცხოვრობთ. ეს მშვენიერი დროა დასაფიქრებლად, თუ რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში.

ოქტომბერი მშვენიერი პერიოდია თქვენი სასიყვარულო ცხოვრებისთვის, თუმცა დიდი ხნის წყვილები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ პერიოდში კამათს. ეს სტაბილური და კომფორტული პერიოდია ფინანსური ზრდის პოტენციალით. ნოემბერში საყვარელ ადამიანთან კამათია მოსალოდნელი, მაგრამ არაფერია ისეთი, რისი მოგვარებაც არ შეიძლება კომუნიკაციით. სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი, თქვენი სანდოობა იზრდება.

დეკემბრისთვის თქვენ სასიამოვნო სასიყვარულო ცხოვრება და დიდი ფინანსური მოგება გექნებათ. იფიქრებთ სამომავლო გეგმებზე.

ლომი

ლომებო გილოცავთ, თქვენ გამარჯვების პერიოდი და დიდი შესაძლებლობები გელოდებათ. ფინანსური კეთილდღეობის ზრდა მოსალოდნელია დაბალი ტემპით, მაგრამ შემდეგ ახალი შემოთავაზებები და სასიამოვნო სასიყვარულო ცხოვრება გელით. შეიძლება პოპულარობაც მოიპოვოთ. ეს ასევე მშვენიერი ეტაპია შემოქმედებითი თვალსაზრისით. თქვენ შინაგანად მზად ხართ სიახლეებისთვის, ეძებთ ზრდას და ახალ მიზნებს. რაც მთავარია, წელი დაიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვით.

თებერვლისთვის ძნელი იქნება მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობების აწყობა. სამსახურში შეიძლება არსებობდეს გარკვეული გამოწვევები. სირთულეების დიდი ნაწილი თქვენი საკუთარი თავის რწმენის არარსებობის გამო იქნება. იყავით საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი და გქონდეთ თავდაჯერება. თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ამიტომ ლომებო დაამშვიდეთ შინაგანი კნუტი.

მარტი იქნება თვე, რომელიც მოითხოვს სიმშვიდეს, საქმეში სტაბილურობას იგრძნობთ და თუ მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ, უკეთესად მოაგვარებთ ყველაფერს, რაც საქმეს უკავშირდება.

აპრილში თქვენი შრომა გრანდიოზულად დაგიფასდებათ. სამსახურში კონკურენციას იგრძნობთ, თუმცა თქვენი კარიერა და წინსვლა თქვენს მადაზეა დამოკიდებული. თქვენი შემოქმედებითობა გაზრდილია და ხელს ვერაფერი შეგიშლით, დაისახოთ და მიაღწიოთ ახალ მიზნებს.

გირჩევთ მაისში მეტად კონცენტრირდეთ საქმეზე და არ გაუშვათ შანსები ხელიდან, ასევე კარგი დროა მათთვის, ვინც ცვლილებებს ეძებს ან უმუშევარია. მაისში სტაბილურობა და სიმშვიდე თქვენი თანმდევი იქნება. ასევე მშვენიერი დროა სასიყვარულო ურთიერთობების ასაწყობად. მაისი ფინანსურადაც კეთილდღეობას გპირდებათ, ამ პერიოდში იგრძნობთ, რომ თქვენი მომავალი თქვენს ხელშია, ამიტომ კარგი იქნება თუ გადახედავთ სამომავლო გეგმებს.

ივლისისთვის სასიყვარულო პრობლემებია მოსალოდნელი - კამათი წვრილმანების გამო. ეცადეთ, ეგოიზმი დაძლიოთ და ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.

აგვისტოში მოსალოდნელია არამიზნობრივი ფინანსური ხარჯები, რადგან დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალი გაქვთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ამ პერიოდს მარტივად გადალახავთ. სექტემბერი შემოსავლების ზრდას გპირდებათ, თუმცა კარგად გაანალიზეთ რაში და რამდენს დახარჯავთ.

კარგად დაგეგმილმა ფინანსურმა გეგმებმა შესაძლოა დიდი საჩუქარი გაგიკეთოთ და სახლის შეძენა გადაწყვიტოთ. წლის ბოლოს თქვენი პირადი ცხოვრება იქნება ჰარმონიული, მოიპოვებთ სიმშვიდეს და იგრძნობთ ჰარმონიულობას, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ჯანმრთელობის სიმყარეს.

ქალწული

თქვენთვის 2021 წელი სწავლის წყურვილით დაიწყება, აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს, გექნებათ სურვილი, გაიმდიდროთ გონება. წლის დასაწყისში ფულის ხარჯვა მოგიწევთ, თუმცა არ ინერვიულოთ ამ პერიოდში ფინანსური პრობლემები არ გელოდებათ. იანვარში თქვენი მთავარი საფიქრალი საქმე იქნება. იმედიტირეთ და ყოველდღიურად იფიქრეთ პოზიტიურად, ასეთ შემთხვევაში სამსახურშიც და სასიყვარულო ურთიერთობებშიც სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.

იანვარი ასევე ქორწინების შანსს მოგცემთ. უამრავი საინტერესო მოვლენა გელოდებათ. ახალი სამუშაო შესაძლებლობები და ახალი ურთიერთობები გამოჩნდება თებერვალში, ეს ტენდენცია მარტამდე გრძელდება. დიდი ხნის ურთიერთობაში მყოფ წყვილებს შეიძლება გარკვეული სირთულეები შეექმნათ.

აპრილი გამოიწვევს ბევრ ფინანსურ ხარჯს, მაგრამ ამავე დროს იღბალი, პროფესიული წარმატება და ფინანსური შესაძლებლობები გეძლევათ. თქვენი თვითშეფასება შეიძლება ზოგჯერ დაეცეს, მაგრამ ასეთ დროს შეიცვალეთ გარემო, იმუშავეთ საკუთარ თავზე და განწყობაზე.

თუ ბევრს იშრომებთ, მაისში ფულადი სარგებელი გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს წამახალისებელი ჯილდო. სამსახურში ხელმძღვანელობისგან იგრძნობთ მეტად დაფასებას.

ივნისში თქვენს ბედზე გავლენა გექნებათ. კარგად გააცნობიერებთ, რა არის თქვენს ინტერესებში. იგრძნობთ ძალასა და კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე. იფიქრეთ, რისი მიღწევა გინდათ და ყველაფერი გააკეთეთ მიზნამდე მისასვლელად. ამ პერიოდში დასახული მიზნის მიღწევა გაგიადვილდებათ.

ზაფხულში დიდი შანსია, ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ, ეს პერიოდიც ფინანსურად ხარჯიანი იქნება თქვენთვის, თუმცა შემოსული თანხებიც საკმარისად გექნებათ.

ივლისის ბოლოს მოსალოდნელია მოტივაციის ნაკლებობა, მოწყენილობა, თუმცა გირჩევთ ყურადღება და დისციპლინა შეინარჩუნოთ - თქვენ კარგად იცით ამ თვისებების შედეგი და ფასი. 2021 წელს კმაყოფილების შეგრძნებით დაასრულებთ.

სასწორი

თქვენთვის 2021 წელი პოზიტიურად დაიწყება. ეს არის ძლიერი ენერგიისა და მოტივაციის პერიოდი, რომელიც გაგაძლიერებთ და სტაბილურობას შეგმატებთ. თქვენ მხიარული ხართ და კომუნიკაცია შეგიძლიათ ყველა ასაკის ადამიანთან. გიზიდავთ სილამაზე და სენტიმენტალურობა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ და გელოდებათ კარიერული ზრდა. თებერვლის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მალე მშობელი გახდებით. მოსალოდნელია დაძაბულობა სასიყვარულო ურთიერთობაში და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ეგოიზმი იქნება. პარტნიორთან პრობლემები მოაგვარეთ რაც შეიძლება სწრაფად.

მარტში შესაძლოა საზოგადოებაში ნდობა დაკარგოთ, ამის გამო გელოდებათ დაბრკოლებები და წინააღმდეგობები. დაფიქრდით და სამართლიანად მოაგვარეთ ყველა პრობლემა. გაზაფხულზე შემოსავლის ზრდაა მოსალოდნელი. ივნისში კი თქვენი სიმშვიდით და გაწონასწორებულობით პოზიტიური პერიოდი გელოდებათ. იგრძნობთ მეტ ენერგიასა და სიმსუბუქეს. თუ თქვენ ხელმძღვანელობთ გუნდს, ხალხი თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობს თქვენთან, რადგან მათ საუკეთესო მიმართულებას მისცემთ.

ივლისი ფინანსურად შერეული იქნება, გელოდებათ როგორც ფულადი ზარალი, ასევე მოულოდნელი ფინანსური მოგება. ეს თვე ფულის მხრივ ძალიან ძლიერია და მშვენიერი დროა ინვესტიციისთვის. ივლისის ბოლოს მარტოხელა სასწორებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი აქვთ. აგვისტოს ბოლოს საშუალება გექნებათ, გადალახოთ ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც არის თქვენს კარიერასა და ფინანსებში.

სექტემბერში თქვენს ოცნებებს ნამდვილად მიეცემა ახდენის საშუალება. სექტემბრის ბოლოს შესაძლოა დახარჯოთ უამრავი თანხა, მაგრამ ამ პერიოდში კარგი შემოსავლის გამო უფულობას ვერ იგრძნობთ. ოქტომბერში მოსალოდნელია ემოციური გამოფიტვა და დაღლილობა. დაკავდით მედიტაციით და იოგით. შემოდგომის ბოლოს თქვენი ენერგიულობა გაიზრდება. 2021 წელი უნდა დაასრულოთ იმაზე ფიქრით, თუ რას მიაღწიეთ და რა დარჩა გასაკეთებელი.

მორიელი

თქვენთვის ინოვაციებით სავსე წელი იწყება. 2021 წელს შეგიძლიათ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია და დადებითი ცვლილებები თქვენი თანმდევი გახდება. იანვრის დასაწყისში გაგიმარტივდებათ პირად ცხოვრებასა და კარიერაში ჰარმონიულობის შეტანა. ამ პერიოდში ნუ განახორციელებთ ფინანსურ ინვესტიციებს. თებერვლის დასაწყისი სამსახურში სასიკეთო სიახლეები გელით, 22 თებერვლიდან კი პროფესიული ზრდის საშუალება მოგეცემათ. ეს პერიოდი ასევე კარგია უმუშევარი მორიელებისთვის, რადგან ბევრი შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ.

მარტში სიფრთხილე გამოიჩინეთ პირად ცხოვრებაში, შეიძლება მოტყუების მსხვერპლი გახდეთ. ამ პერიოდში თქვენში რეალიზმის გრძნობა ამაღლდება და მოვლენებს აღიქვამთ ისე, როგორცაა და არა ისე, როგორც გსურთ, რომ იყოს. 6 აპრილიდან შესანიშნავი პერიოდია ფინანსური საკითხებისა და პროფესიული ზრდისთვის, თქვენ მიიღებთ გონივრულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის ან რაიმე მნიშვნელოვანის დასაწყებად. იღბლიანი პერიოდი მაისშიც გაგრძელდება, გელოდებათ - ფინანსები, სამსახური, კარიერული ზრდა. ამავე დროს, ამ პერიოდში მოსალოდნელია სირთულეები და გამოწვევები, რომლის მოსაგვარებლადაც გარკვეული დრო დაგჭირდებათ.

ივნისი დიდებული დრო იქნება რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები გაღრმავდება. ამ პერიოდში საჭიროა გამოიჩინოთ თავდაჯერება, რათა კარიერულად უკან არ დაიხიოთ. ზაფხულში უამრავი შესაძლებლობა მიეცემათ იმ მორიელებს, ვინც ცვლილებებს ეძებს. აგვისტო უდიდესი წარმატებისა და მიღწევების პერიოდია. გამარჯვება გელოდებათ ყველა სფეროში.

სექტემბრიდან ხარჯების შესახებ გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ოქტომბერში შეიძლება მიდრეკილი იყოთ რისკიანი გადაწყვეტილებებისკენ, განსაკუთრებით ბიზნესში. ნოემბერში სინათლის სიჩქარით დაიწყებთ წარმატებების მიღწევას, თუმცა ეს პერიოდი გამოწვევებით სავსე იქნება.

2021 წელი გააღრმავებს თქვენს სიბრძნეს, თანაგრძნობის უნარსა და ცხოვრების შემეცნებას.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ყოველ ახალ წელს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდებიან. მათი სული ოპტიმიზმითა და მომავლის იმედითაა სავსე. ჩვენ ვიზიდავთ იმას, რასაც ვფიქრობთ, ამიტომ თქვენ შესანიშნავი ნიჭი გაქვთ, შექმნათ ისეთი გარემო, როგორიც გჭირდებათ. ოპტიმიზმი თქვენი წარმატების საფუძველია. როდესაც ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ ძალებში, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და შეახსენეთ საკუთარ თავს თქვენი ხასიათის დადებითი მხარეები.

2021 წელი მშვენიერ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის, საგანმანათლებლო საქმიანობისთვის და ახალი კარიერული მიზნების მისაღწევად. ფინანსებთან იყავით ფრთხილად ნუ დაფლანგავთ, გირჩევთ გააკეთოთ დანაზოგი.

საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს პრობლემებს შეამსუბუქებს. თებერვალში კარგია მოგზაურობა. დაფიქრდებით ფულის გამომუშავების ინოვაციურ გზებზე. ჰარმონია გელოდებათ ოჯახის წევრებთან, შვილებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. ეს ასევე იქნება გამოსწორებისა და განახლების დრო. მარტიდან ოჯახთან დროის გატარებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. მარტივად მიიღებთ იმას, რაც გსურთ - განსაკუთრებით ფინანსური კუთხით.

აპრილში ბედი მხარს დაგიჭერთ და ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ, შეიძლება შურის ობიექტიც კი გახდეთ. იყავით მომთმენი. ივნისამდე ფინანსური ხარჯები გექნებათ, თუმცა თავს ყველაფერს გაართმევთ. ივლისში მოულოდნელი ფინანსური მოგება გელოდებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. აგვისტოში მოსალოდნელია სამსახურში გადაღლა, რაც თქვენს გუნება-განწყობაზე აისახება და მოტივაციას დაგიკარგავთ.

შემოდგომის დასაწყისში ენერგიის მომატებას და ფინანსურ კეთილდღეობას იგრძნობთ. სექტემბრიდან აღმოაჩენთ, რომ ფულის შოვნის ბევრი იდეა გაგიჩნდებათ, ეცადეთ დააბალანსოთ თქვენი ცხოვრება და კარიერას ნუ დაუთმობთ ოჯახზე მეტ დროს. საყვარელი ადამიანები სტრესულ სიტუაციაში თქვენი მხარდამჭერები იქნებიან.

სექტემბერი კარგია მარტოხელა მშვილდოსნებისთვის. წელს ოპტიმისტურად დაასრულებთ და ისევ და ისევ აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია.

თხის რქა

2021 წლის დასაწყისში თქვენ სხვების დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც უჩვეულოდ და ამავე დროს მშვენივრადაც შეიძლება ჩაითვალოს იმ ნიშნისთვის, რომელსაც მარტოობა უყვარს. იანვრის დასაწყისში აღმოაჩენთ, თუ რამდენის მიღწევა შეგიძლიათ გუნდურად, სხვა ადამიანებთან ერთად, მათთან თანამშრომლობით. იანვარი ძალიან ხელსაყრელი პერიოდია თხის რქებისთვის, რომლებიც მოდის ან დიზაინის სფეროში მუშაობენ. ასევე შესანიშნავი დროა სამეგობრო წრის გაფართოებისთვის. თქვენი ენერგია მოზღვავებული იქნება და გაგიჩნდებათ საკმარისი ენთუზიაზმი, რომ მიაღწიოთ ყველაფერს, რასაც გონებაში გეგმავთ.

21 თებერვალიდან ფინანსური კეთილდღეობა გელოდებათ. თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება და გაიზრდება შემოსავალიც. ეს კარგი სტიმული იქნება, რომ კარიერულად მეტის მიღწევის სურვილი გაგიჩნდეთ. ეს პერიოდი ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენი საოცნებო ცხოვრების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი, დაუღალავი შრომით.

მარტი მშვენიერი თვეა თქვენი თვითდაჯერებულობისა და კეთილდღეობისთვის. აპრილმა შეიძლება ქონებასთან დაკავშირებული საჩუქარი გაგიკეთოთ, შესაძლებელია მოგება, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ახალი სახლი ან საბოლოოდ გააკეთოთ მსუყე დანაზოგი. ეცადეთ იყოთ ამაღლებულ განწყობაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მკაცრად ნუ შეხედავთ ცხოვრებას, თორემ ბევრ შანსს დაკარგავთ.

თქვენი ჩვევების შეცვლამ და პოზიტიურმა  განწყობამ შეიძლება დიდი ცვლილება შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი, თქვენი დისციპლინა შეუმჩნეველი არ დარჩება, მოსალოდნელია დაწინაურება.

მაისში თქვენს კარიერასთან ერთად სასიყვარულო ურთიერთობებიც ჰარმონიული გახდება. იგრძნობთ აღმაფრენას და ენერგიის მოზღვავებას. ამ პერიოდში მიიღებთ სასურველ შედეგებს ყველა სფეროში - თქვენ მხოლოდ ზუსტად უნდა იცოდეთ, რაც გსურთ. აიღეთ მეტი პასუხისმგებლობა სამსახურში, გახდით მეტად თავდაჯერებულები. ნუ იქნებით მორცხვი. ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობების გაღრმავება და ქორწინება წარმატებული იქნება, ასევე კარგია თუ ხშირად იკონტაქტებთ ბავშვებთან და მეგობრებთან.

22 ივნისიდან კიდევ უფრო მრავალფეროვანი დღეები გელოდებათ. თავს იგრძნობთ როგორც მეფე/დედოფალი - ყველაფერი რაც გსურთ, თქვენი იქნება. თქვენი ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელი გახდება. თუ მარტოხელა ხართ და ეძებთ პარტნიორს, ამ პერიოდში შეიძლება ახალი სიყვარული იპოვოთ. ფინანსურად საქმე შესანიშნავად წარიმართება, თუმცა გირჩევთ, ფულადი ინვესტიციისგან თავი შეიკავოთ. იყავით ფრთხილი და წინდახედული. ნუ აყვებით ცდუნებებს, უარი თქვით მავნე ჩვევებზე.

სექტემბერს პროფესიონალური წარმატება და დაფასება მოაქვს, ამ თვეში მიაღწევთ დიდი ხნის გეგმებს, რომელთა მისაღწევადაც მუშაობდით. გელოდებათ კიდევ უფრო მეტი კარიერული ზრდა, მეტი შესაძლებლობები. პროფესიულ ზრდას კონკურენცია და თქვენი შეუპოვრობა გამოიწვევს, ამიტომ არ დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მეტს იმსახურებთ.

2021 წლის ბოლო თქვენთვის პოზიტიური და წარმატებული იქნება. საჭიროა მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები ფინანსებისა და კარიერული თვალსაზრისით. მთავარია, გახსოვდეთ, რომ მეგობრები აუცილებელია და არცერთი ადამიანი არაა მარტოობისთვის დაბადებული.

მერწყული

მერწყულებო იანვარი სწორედ ის დროა, რომ დაგეგმოთ ახალი და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. 2021 წელს ფულადი სარგებელი მთელი წლის განმავლობაში გექნებათ, კრიზისი არ გელოდებათ. ფულის ხარჯვა შეიძლება მოგიწიოთ მოგზაურობისთვის, თუმცა იანვრის დასაწყისი იმდენად კარგია მატერიალური თვალსაზრისით, რომ თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ ფინანსური მიზნები.  წლის დასაწყისში ფულის დაზოგვა ნამდვილად გაგიჭირდებათ, თუმცა ეცადეთ, არ გათამამდეთ და ყოველთვის გქონდეთ გადადებული თანხა - დანაზოგი.

წლის დასაწყისში სიზარმაცეს და მოტივაციის ნაკლებობას უნდა შეებრძოლოთ. ეცადეთ ძველ ჩვევებს ახალი დაუპირისპიროთ, დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა დისციპლინურად და არა ერთჯერადად. თებერვალი კარგია როგორც ფინანსური, ასევე სასიყვარულო თვალსაზრისით. სამსახურში გამოიჩინეთ მეტი ინტელექტი და გამოავლინეთ თქვენი ბრწყინვალე გონება. კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, მეტად ცვალებადი იქნებით სურვილებსა და მიზნებში. შეეცადეთ გაზარდოთ თქვენში ყურადღებიანობის განცდა.

გაზაფხულის დასაწყისში ბევრად უფრო აქტიურები გახდებით და შეძლებთ მცირე ცვლილებების განხორციელებას. მოსალოდნელია მატერიალური მოგება ნაღდი ფულის ან საიუველირო ნაწარმის სახით. ცხოვრების ზოგიერთი ბრძოლის მოგვარება შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციებს დადებითი უნარებიც მოაქვს. საშიში არაფერია და თუ შეძლებთ ცხოვრებისეული გაკვეთილების ჩაბარებას, აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

მაისი კარგი პერიოდია ფინანსური ინვესტიციებისთვის, ეს არის აყვავების პერიოდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ კარგი ცხოვრებით. ეს არის ახალი სამსახურის დაწყების ან დაწინაურების დრო. თუ გსურთ გარემოს შეცვლა, სწორედ ამ პერიოდში იმოქმედეთ და აღარ გადადოთ, რადგან მრავალი შესაძლებლობა გამოჩნდება.

ივლისში მიაღწევთ თქვენი პროფესიული განვითარების პიკს. ეს ასევე მშვენიერი პერიოდია პირადი ცხოვრებისთვის. ყველა სფეროში დადებითი მოვლენები გელოდებათ. განვითარება მაშინ იქნება, როდესაც მეტ კონცენტრაციას გააკეთებთ საკუთარ ბიზნესზე/საქმეზე.

აგვისტოში მოსალოდნელია გაუგებრობები და გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს კონცენტრაციას და გაწონასწორებულობას. ფინანსური მოგებისა და ქორწინების შანსია სექტემბერსა და ოქტომბერში. ასევე კარგი დროა ახალი პროექტის დასაწყებად, უამრავი ადამიანის მხარდაჭერას იგრძნობთ. ნოემბრის ბოლოს თქვენი დატვირთვა გაიზრდება, თუმცა საქმეს თავს მშვენივრად გაართმევთ.

2021 წელს ფინანსური კეთილდღეობითა და თავდაჯერებით დაასრულებთ.

თევზები

2021 წლის დასაწყისში თევზებს კარიერული მრჩეველები გამოუჩნდებიან. რჩევებს პროფესიონალი ადამიანებისგან მიიღებენ, რაც თევზებს უფრო თავდაჯერებულებს გახდის და სიბრძნეს შემატებს. იანვრის დასაწყისი იდეალური დროა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. 2021 წელს უზარმაზარი ცვლილებებით იწყებთ, როგორიცაა კარიერის შეცვლა, ასევე ახალი ურთიერთობის დაწყება. თებერვალში, ხარჯებმა შეიძლება მოიმატოს. თქვენი ურთიერთობები სითბოს, გულწრფელობასა და კეთილშობილებას შეიძენს, საკუთარი თავის საუკეთესო მხარეებს გაიცნობთ.

იყავით გაწონასწორებული, რეალისტი და მიწიერი. მარტში სასიყვარულო კავშირები კვლავ პრიორიტეტული იქნება, თუმცა მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებსაც. იყავით გონივრული ხარჯების მიმართ, შეეცადეთ დაზოგოთ. აპრილისთვის თქვენ გადაინაცვლებთ კეთილდღეობისა და ფინანსური სარგებლობის პერიოდში. ეს არის შეთანხმებებისა და მშვიდობის დრო. ურთიერთობა ყველასთან ადვილი იქნება.

მაისში სტაბილურობაა მოსალოდნელი, თუმცა შეიძლება თქვენი განწყობა შეიცვალოს. ეს გარკვეულწილად გარდაუვალია, რადგან თქვენ წყლის ნიშანი ხართ, მოძრავი და ცვალებადი. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები. ივნისში სამსახურში კარგი პერიოდი გექნებათ, შესაძლებელია წინსვლა და კარიერული ზრდა. ივლისში თქვენში რომანტიკის შეგრძნება მოიმატებს.

2021 წლის ზაფხულში თქვენი პირადი ცხოვრება მშვიდი და სტაბილური იქნება. მატერიალური საფიქრალი კვლავ გექნებათ. სექტემბერში თქვენი ეგოიზმის გამო მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან კამათი არასერიოზული მიზეზების გამო. ეს არც ისე სერიოზული იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდება.

წლის ბოლოს მოსალოდნელია ფინანსური მოგება, თუმცა წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში. ამ წელს მოგეცემათ ახალი კარიერის აწყობის შესაძლებლობა, მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებებს. წლის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი იწყება და სასიკეთო სიახლეები წინაა.

თითოეულ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება