მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს საჯარო სკოლების 240-მა წარმატებულმა მეათეკლასელმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღო.
კომპიუტერებით ის მოსწავლეები საჩუქრდებიან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროექტი წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად იზრდება დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვიც. პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებას.
2016 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2015-2016 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
თბილისის მასშტაბით სულ 448 (გასულ წელს 356) მეთეკლასელი დასაჩუქრდება, საქართველოს მასშტაბით კი, 2470 (გასულ წელს 1970).
უახლოს დღეებში ყველა ბენეფიციარი მიიღებს ჯილდოს-პერსონალურ კომპიუტერს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.