სიახლეები
სიახლეები

მინიმუმ რამდენი ქულაა საჭირო გრანტის მისაღებად და ჩატარდება თუ არა ეროვნული გამოცდები ონლაინ? - „ნაეკის“ პასუხები აბიტურიენტებს
10-12-2020
-
+


რის ხარჯზე შემცირდა მათემატიკისა და ქიმიის ტესტები, შეეხო თუ არა ცვლილებები უცხოური ენასა და ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს, რამდენი ქულა უნდა მოიპოვონ აბიტურიენტებმა გრანტის მისაღებად, იგეგმება თუ არა გამოცდების ონლაინ ჩატარება? - აბიტურიენტების ამ და სხვა კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
 
1. რა ცვლილებები შეეხო და რის ხარჯზეა შემცირებული მათემატიკის ტესტი?

წინა წლებში გამოყენებული მათემატიკის ტესტები შედგებოდა 40 (30 დახურული და 10 ღია ტიპის) დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 59, ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კი - 3 სთ და 40 წთ; მინიმალური ბარიერი - არანაკლებ 12 ქულისა (უნივერსიტეტებს უფლება ჰქონდათ, უფრო მაღალი ბარიერი დაეწესებინათ). 2021 წლის გამოცდისთვის მათემატიკის საგამოცდო ტესტის ფორმატში შემდეგი ცვლილებებია დაგეგმილი: ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი -  51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ამოღებული იქნება პლანიმეტრიის 4-ქულიანი დავალება. 
 
2. პლანიმეტრიის დავალება საერთოდ იქნება ამოღებული ტესტიდან?

პლანიმეტრიის დავალებები არ არის ამოღებული ტესტიდან. არც საგამოცდო პროგრამა შეცვლილა. პლანიმეტრიის მხოლოდ ერთი დავალება, კერძოდ, 4 ქულიანი წერითი დავალებაა ამოღებული ტესტიდან. პლანიმეტრიიდან ტესტში იქნება როგორც ღია, ასევე დახურული დავალებები.
 
3. ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართულისა და ინგლისურის ბარიერები თუ შეიცვალა და რამდენია?

მინიმალური ზღვრების პროცენტული მაჩვენებლები არ შეცვლილა. აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
 
4. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს თუ შეეხება წელს სიახლე და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?

არც ქართული ენისა და ლიტერატურის და არც არჩევითი საგნის - ლიტერატურის ტესტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“. ამ კრებულში დეტალურადაა მოცემული გამოსაცდელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყურადღებით გაეცნონ მას. მნიშვნელოვანია  გაითვალისწინოთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი და ყურადღებით გადაიტანოთ დავალებები კონკრეტულად მისთვის გამოყოფილ ადგილას. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, აბიტურიენტმა გამოცდაზე შემოთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი და მხოლოდ ამ ტექსტის ანალიზი უნდა დაწეროს.  ხშირად აბიტურიენტები ვერ იღებენ სათანადო შეფასებას იმის გამო, რომ გულდასმით არ ეცნობიან ინსტრუქციებს. პირობის ზედმიწევნით დაცვა კი უმნიშვნელოვანესია გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის.
 
5. კონსერვატორიაში ან თეატრალურში გრანტის მოპოვება როგორ შემიძლია?

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი.
 
6. როგორც ვიცით, ქიმიის გამოცდას გარკვეული ცვლილებები შეეხო - შემცირდა საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულა. რის ხარჯზე?

დავალებების რაოდენობის შემცირება იმ პრინციპით მოხდება, რომ საგამოცდო დრო სავსებით საკმარისი იყოს ტესტის შესასრულებლად და, ამასთანავე, შენარჩუნდეს ტესტის სირთულის დონე. ასევე შენარჩუნდება დავალებათა ტიპები, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდება. შემცირდება როგორც არჩევითპასუხებიანი, ასევე ღია დავალებების რაოდენობა. მაგალითად, თუ 75-ქულიან ტესტში იყო 30 არჩევითპასუხებიანი დავალება, 63-ქულიან ტესტში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 24 ან 25 იქნება. პროპორციულად შემცირდება ღია დავალებების რაოდენობაც. ბარიერი დარჩება 25%-იანი, თუმცა მაქსიმალური ქულის შემცირებასთან ერთად დაიწევს მინიმალური ქულების რაოდენობაც, კერძოდ, ბარიერის გადასალახად საჭირო იქნება მინიმუმ 16 ქულის დაგროვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ უფლება, თავად დააწესონ უფრო მაღალი ბარიერი.
 
7. მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.
 
8. თუ გადათეთრება ვერ მოვასწარი, შავი ნაშრომი გასწორდება?

არა, შავი ნაშრომი არ სწორდება. გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელზე არსებული, თქვენ მიერ შესრულებული/გადატანილი დავალებები.
 
9. უფასო ფაკულტეტებზე თუ შეგიძლიათ, რომ ისაუბროთ?

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები ყოველ წელს აგვისტოს დასაწყისში მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ 2020 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტით. მნიშვნელოვანი ცვლილებები უფასო პროგრამების ჩამონათვალში წინა წელს არ შესულა.
 
10. გამოცდების ონლაინ ჩატარებას ხომ არ გეგმავთ?

არა, ერთიანი ეროვნული გამოცდების დისტანციურად, ელექტრონული ფორმატით ჩატარება არ იგეგმება.
 
11. ინგლისური ენის ტესტში რამდენი მოსმენის დავალება იქნება?

უცხოური ენის ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი დავალება შედგება 5 მოკლე ტექსტისგან, მეორე კი - ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან.  დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაცია: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.

იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. კრებულის სანახავად უნდა შეხვიდეთ ცენტრის ვებგვერდზე და ზედა მენიუში ჩამოშალოთ ბმული - ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება და შეფასდება ნულით.
 
12. შეიძლება თუ არა ჩავაბარო ორი უცხო ენა, ან როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხო ენა?

ორ უცხოურ ენას ვერ ჩააბარებთ. აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაზე არის მოთხოვნილი. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს.  
 
13. რომელი საგნით მივიღებ გრანტს, თუ ისტორიასაც ვაბარებ და მათემატიკასაც?

გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუ ისტორია და მათემატიკა, ორივე  ბარდება პროგრამაზე, აბიტურიენტი გრანტს მიიღებს იმ არჩევითი საგნის შედეგით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების მოპოვების შანსი ექნება. გაითვალისწინეთ, რომ აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
 
14. ისტორიის ტესტში თუ შეიცვლება რამე?

ისტორიის გამოცდას წელს ცვლილება არ შეეხება. ტესტი ისევ 60-ქულიანია და საგამოცდო დრო 2 საათი და 40 წუთია. აბიტურიენტებს ვურჩევთ, ყოველთვის ყურადღებით გაეცნონ დავალების პირობას. ხშირად მათ ქულა იმის გამო აკლდებათ, რომ დასმულ კითხვას ძალიან ზოგადად პასუხობენ, როცა პირობა კონკრეტულ პასუხს ითხოვს მათგან. რაც შეეხება მომზადებას, შეუძლიათ გამოიყენონ გრიფირებული (XI-XII კლასების) სახელმძღვანელოები. არც ერთი საკითხი არ სცილდება იმ პროგრამის ჩარჩოებს, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ ცეტრის ვებგვერდზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება