მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის XI კლასში ჩატარებული გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ''სულო ბოროტო''-ს მიეძღვნა.
გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათია გოირგაძემ ჩაატარა.
როგორც თავად ნათია გიორგაძე აღნიშნავს, მოსწავლეები ინტერესით, ხალისითა და მოტივაციით ასრულებდნენ დავალებას:
''გაკვეთილი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ნათელი მოაზროვნის, ქართველი პატრიოტისა და რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილს მიეძღვნა. მოსწავლეები ინტერესით, ხალისით და მოტივაციით ასრულებდნენ ჩემ მიერ მიცემულ დავალებას. მათ წაიკითხეს ლექსი, მონიშნეს საკვანძო ფრაზები, გასცეს პასუხები სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებს და გაანალიზეს მთავარი სათქმელი ლირიკული გმირის განწყობის ამოსაცნობად.
განსაკუთრებით საინტერესო იყო, როცა მოსწავლეთა უმრავლესობამ ამ ლექსის მიხედვით ''ილუსტრაციების'' შექმნა მოისურვა. ისინი სიტყვებით ''ხატავდნენ'' შავ-ბნელ, იდუმალ, მისტიკურ ''ნახატებს'', რაც ხელს უწყობდა კრეატიული იდეების გენერირებას.
აღმოჩნდა, რომ ლექსის საერთო სულისკვეთებამ მოსწავლეებზე სასურველი ზემოქმედება მოახდინა და მათთვის ლექსი და მისი ავტორი საინტერესო გახადა.''
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს