TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ს გაეცნენ
30-10-2017
-
+


სენაკის N1 საჯარო სკოლაში ''თავისუფალი გაკვეთილები'', მოსწავლის ინტერესებზე მორგებული კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლი, დაიწყო.

პირველი გაკვეთილის თემა იყო - ყველაზე მასშტაბური, გარემოსდაცვით კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, რომელიც ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN-თან თანამშრომლობით. 

პედაგოგმა მამუკა კუჭავამ მოსწავლეებს პრეზენტაციის მეშვეობით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ის არსი და პირობები გააცნო.

''წლევანდელი კონკურსის სლოგანია ''აღმოაჩინე საქართველო'' – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას,'' - აღნიშნა მამუკა კუჭავამ.

კონკურსში მონაწილეობისთვის სკოლა რეგისტრირდება პორტალზე forestry.ge. გამარჯვება კი საკონკურსო აქტივობების შესრულებითა და ქულების დაგროვებით არის შესაძლებელი. სასურველი ღონისძიებების შესარჩევად სკოლებს საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები აქვთ.

სენაკის N1 სკოლის მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა სკოლაში არსებული CENN გუნდის, ''ეკოპის'' მიერ გასული სასწავლო წლების წარმატებებზე, ამჟამად საქართველოს სატყეო პორტალზე გაშუქებულ აქტივობებზე და ქულების დაგროვების სისტემაზე.

''მოსწავლეებმა გააცნობიერეს კონკურსის მიზანი, კონკურსში ჩართვის პირობები და პორტალ forestry.ge-ზე რეგისტრაციის მნიშვნელობა,'' - აღნიშნა მამუკა კუჭავამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება