TOP ნიუსი
სიახლეები
ინტერვიუ

„ჯანმრთელობა, ბავშვების წარმატება და მასწავლებლებისთვის მაღალი ხელფასები“ - რა სურთ სკოლის დირექტორებს ახალ წელს?
14-12-2020
-
+


პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე etaloni.ge შეეცადა სკოლაში მცირე პოზიტივი შეეტანა და წინასაახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გაგვეგო, რა სურვილები აქვთ სკოლების დირექტორებს.

რა სურთ მოიტანოს ახალმა წელმა მათთვის და საქართველოსთვის? - ჩვენ სხვადასხვა რეგიონის სკოლების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით და ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ დისტანციური სწავლისა და ვირუსის გამო, უმრავლესობის სურვილი საკლასო ოთახებში დაბრუნება და ჯანმრთელობაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთო კიკალიშვილი:

ველოდები, რომ ახალი წლიდან სასკოლო სივრცეში გვექნება გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა. მოსწავლეებსაც ეს უნდათ და მასწავლებლებსაც მოგვენატრა ცოცხალი ურთიერთობა. უკვე ძალიან რთულია, ხან დენი არ არის, ხან ინტერნეტი. დღესაც სამი გაკვეთილიდან ერთი ძლივს ჩავატარეთ, რადგან დენი გაგვეთიშა.

სკოლაში როცა ხედავ ბავშვი როგორ გპასუხობს, უფრო მეტად აქცევ ყურადღებას და უფრო მოტივირებულია, ამიტომ პირველ რიგში ნამდვილად საკლასო ოთახებში დაბრუნებას ვისურვებდი.

ხულოს მუნიციპალიტეტის ვერნების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აბაშიძე:

პირველ რიგში, პანდემიისგან გათავისუფლებას ვისურვებდი. ასევე მინდა მოსწავლეები და მასწავლებლები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. დანარჩენი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ჩვენს მოქალაქეებს ვუსურვებდი მშვიდობას და სოლიდარობას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭელიაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი იგორ აბუთიძე:

ბავშვების წარმატებას და მასწავლებლებისთვის მაღალ ხელფასებს ვისურვებდი. ჯანმრთელობას, წარმატებულ სასწავლო პროცესს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სრულიად საქართველოს.

შუახევის მუნიციპალიტეტის კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ დიასამიძე:

პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებდი ყველას. რაც შეეხება სკოლას ყველა მასწავლებლებს ვუსურვებ წარმატებებს, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიხდება მუშაობა. მოარული ხმები თითქოს მასწავლებლებს სახლში ჯდომაში უხდიან ხელფასს, ვიტყოდი, რომ ბრიყვი ხალხის ნათქვამია. ძალიან რთულია დისტანციური სწავლის პროცესი, პრობლემაა ინტერნეტთან დაკავშირებით, გვიჭირს კომპიუტერული ტექნიკა, გვიჭირს ბავშვებთან დაკავშირება, ჯერ ტელეფონზე უნდა დაურეკო მერე ონლაინ პლატფორმაზე შემოიყვანო. მასწავლებლები ნამდვილად დიდ გმირობას სჩადიან. პირველ რიგში, ეს სურვილები მაქვს, ისე კი სათქმელი და სურვილი ბევრია.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა თხელიძე:

პირველ რიგში მინდა მთელს მსოფლიოს და საქართველოს ჯანმრთელობა ვუსურვო. პანდემიამ და ამ ვირუსმა დაგვანახა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ნამდვილად მხოლოდ ჯანმრთელობაა.

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კუპატაძე:

ჩემი სკოლისთვის ერთადერთი სურვილი მაქვს. სკოლა 1976 წელს აშენდა და ამის შემდგომ არანაირი რემონტი არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ავარიული არ არის, ძალიან შელახულია და ვისურვებდი ელემენტარულ თუნდაც კოსმეტიკურ რემონტს. ეს არის ჩემი სურვილი, რადგან როდესაც სკოლაში ღონისძიებები იმართება და ვიღებთ ფოტომასალას, იმასაც კი ვერ ვახერხებთ რომ სურათში ჩამონგრეული კედელი არ გამოჩნდეს. მოსწავლეები ხან კომპიუტერიდან ამოღებულ პლაკატებს აკრავენ კედლებზე, ხან მათ მიერ შესრულებულ ნახატებს რომ ეს ჩამოშლილი კედლები არ გამოჩნდეს, მაგრამ ამის დამალვა მაინც არ ხერხდება. ამიტომ ეს არის ჩემი ერთადერთი სურვილი, რომ სკოლა მცირედით მაინც გარემონტდეს. იქნებ გამოჩნდეს დიდი კეთილი თოვლის პაპა და ეს სურვილი შეგვისრულოს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა დრიაშვილი:

ჩვეულებრივ საკლასო ოთახში დაბრუნებას ვისურვებდი. ბავშვების ლაღ მომავალს ვისურვებდი, რადგან ახლა ძალიან დათრგუნულები არიან, მინდა მათ ვუსურვო ბედნიერი მომავალი და ქვეყანას - ბარაქიანი, ხვავიანი წელი მინდა ვუსურვო.

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი  მაია მესხია:

ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. დიდებს, პატარებს, მოყვარეებსა და მოშურვეებსაც. ამ მსოფლიო პანდემიამ დაგვანახა, რომ ერთადერთი რასაც ამ ცხოვრებაში მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობაა, ამიტომაც მთავარია ჯანმრთელობა გვქონდეს და სხვა ყველაფერი შესრულებადია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება