მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე 86 ხმით კვლავ არჩილ თალაკვაძე გახდა. თავმჯდომარედ არჩევამდე სიტყვით გამოსვლისას თალაკვაძემ პანდემიის პირობებში გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ექიმებს, სამართალდამცავებსა და პედაგოგებს.
„დღეს ჩვენ ამ დარბაზში ვერ შევიკრიბებოდით, რომ არა ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და სოლიდარობა, რომ არა ჯანდაცვის პროფესიონალთა მრავალთვიანი დაუღალავი ბრძოლა კოვიდ-19-ის პანდემიასთან. ახალმა კორონავირუსმა გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. 2020 წლის მარტის შემდგომ პირბადეები სოციალური დისტანცია და მკაცრი შეზღუდვები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმე დანაკარგია კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანები.
ქედს ვიხრი ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასადაც იდგა ჩვენი საზოგადოების დასაცავად.
მადლობას ვუხდი: ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უკვე რამდენიმე თვეა მუხლჩაუხრელად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად. პოლიციელებს, ჯარისკაცებს და მაშველებს, რომლებიც იცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას შეზღუდვების პირობებში. მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციურად უზრუნველყოფენ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიწოდებას. მოხალისეებს და საზოგადოების იმ წევრებს რომლებიც ეხმარებიან მარტოხელა ადამიანებს, ემიგრანტებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იხილეთ ასევე: „დაუშვებელია ნიჭიერების და განათლების დაუფასებლობა“ - პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტს მიმართა
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა