მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შობა-ახალ წელს ახლობლებთან შეხვედრაზე უარის თქმა „ყველაზე უსაფრთხო არჩევანია“, მთავრობებს კი მოუწოდებენ სადღესასწაულო პერიოდში კარანტინის შემსუბუქების ეკონომიკური და სოციალური სარგებელი აწონ-დაწონონ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვემ განაცხადა.
„ეს წარმოუდგენლად რთულია, რადგან დღესასწაულების დროს ოჯახთან ერთად ყოფნა განსაკუთრებით გვინდა, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში ოჯახურ თავყრილობაში მონაწილეობაზე უარის თქმის რთული გადაწყვეტილება - ყველაზე უსაფრთხო არჩევანია“,- განაცხადა მან.
მისი თქმით, თითოეულს მოუწევს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, იმის შეფასებით, შეუძლიათ თუ არა მათ ვირუსი მიუტანონ მეტად დაუცველ ადამიანებთან.
მარია ვან კერჰოვეს რჩევაა ახლობლებს ონლაინში შევხვდეთ.
„თუ წელს არ შეგიძლიათ ერთად ზეიმი, თქვენ შეძლებთ აღნიშვნისთვის ხერხის გამოძებნას, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება“, - დასძინა ექსპერტმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება