მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხზე ესეები წერეს და საკუთარი მოსაზრება გამოხატეს. წარმოგიდგენთ მარიამ გახოკიას ნამუშევარს.
„სიამოვნებით ვასრულებ ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ფაქიზო ფანჩულიძის დავალებას და მცირე ესეთი ვერთვები ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულში.
ადრეული ხანიდან მოყოლებული ქალთა მიმართ ძალადობა აქტუალური თემაა. გასული საუკუნეებიდან - დღემდე ქალზე უამრავი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური სახის ძალადობის შემთხვევაა დაფიქსირებული, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. თუმცა რატომღაც ეს თემა ყოველთვის ფარდის ქვეშ რჩებოდა და არავის სურდა მასზე ღიად საუბარი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საზოგადოების თვითშეგნებით არის გამოწვეული, რადგან ასობით წელია ქალი სუსტ და მამაკაცზე დაბლა მდგომ არსებად ითვლება. საუკუნეების მანძილზე ქალი იძულებული იყო გათხოვილიყო ადრეულ ასაკში, გაეჩინა ბავშვები და მთელი ცხოვრების მანძილზე დიასახლისის როლი მოერგო. ქალს არ ჰქონდა უფლებები და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც მამაკაცს საშუალებას და უპირატესობას აძლევდა ჩაედინა ნებისმიერი სახის ამორალური ქმედება ქალის მიმართ. ეს უკანასკნელი კი ოჯახის გამო, იძულებული იყო მოეთმინა ყველაფერი და თვალი დაეხუჭა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. არ შეეძლო ხმის ამოღება, რადგან საზოგადოების არცერთ წევრს მცდელობაც კი არ ექნებოდა მისი გამართლებისა.
ქალების ამგვარ მდგომარეობას და მამაკაცზე დამოკიდებულებას, პირველ რიგში, განაპირობებდა ფაქტი, რომ ქალებს მე-19 საუკუნის ბოლომდე განათლების უფლება არ ჰქონდათ, რადგან არ ჰქონდათ განათლება, მაშასადამე, არ ჰქონდათ არანაირი კარიერა, რაც საშუალებას მისცემდათ დამოუკიდებელი ყოფილიყვნენ და მოძალადე ქმრების არსებობის შემთხვევაში, სახლიდან წასვლის გადაწყევტილება მიეღოთ. ქალებს მეოცე საუკუნის დასაწყისადმე არ ჰქონდათ განქორწინების უფლებაც, ეს მხოლოდ მამაკაცების პრეროგატივა იყო,რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალადობის შემთხვევაშიც კი, ქალს იძულებითი ცოლობა უწევდა.
მეოცე საუკუნიდან მოყოლებული კი ქალებმა დაიწყეს სტერეოტიპის მსხვრევა და თავისუფლებისათის ბრძოლა. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად დაიწყეს საკუთარი აზრის გამოხატვა და განათლების მიღება, რამაც დამოუკიდებლად ცხოვრება გაუმარტივათ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილებები სწრაფად არ ხდება, ეს პროცესი დღემდე დროში გაწელილია და თაობების გადასვლა სჭირდება იმას, რომ ჩვენს მენტალობაში ამგვარ თემებზე მსჯელობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს.
დღესდღეობით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალის უფლებები დაცული იყოს. ვფიქრობ, ეს პრობლემა მანამ არ აღმოიფხვრება, სანამ საზოგადოება არ გააცნობიერებს იმას, რომ ყველა თანასწორია და არავის აქვს უფლება ე.წ „სუსტი სქესის წარმომადგენელზე“ იძალადოს. რომ ქალი იმაზე ძლიერია, ვიდრე მამაკაცებს წარმოუდგენიათ“,-წერს მოსწავლე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება