მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლალი მურაჩაშვილის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ კვირეული თემაზე - „არა ძალადობას!“
პროექტის ფარგლებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ხელოვნებისა და ისტორიის მასწავლებლები - ნათია თევდორაშვილი და დავით ინაური. კამპანიის მიზანი იყო პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შეიქმნა საინფორმაციო პოსტერი ბულინგის შესახებ. ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ფოტოები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში ჩართულნი იყვნენ მშობლები, ისინი ჩაერთვნენ სამოქალაქო მასწავლებლის მიერ გამართულ დისკუსიაში - როგორ ვებრძოლოთ ოჯახურ ძალადობას? მშობლებმა გამოთქვეს თავიანთი რჩევები ბულინგის პრევენციის მიზნით.
„დისკუსია ძალიან საინტერესო გამოდგა, მშობლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და რჩევები, როგორ შეიძლება აირიდონ ძალადობის შესაძლო გამოვლინებები. ბოლოს მშობელმა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, მოსწავლეებს არა ერთი საინტერესო რჩევა მისცა.
მშობლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი სახის კამპანია სასურველია ჩატარდეს ასევე სკოლის შენობაში, რომელიც არანაკლებ პროდუქტიული იქნება“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება