მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში 2020 წლის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული, რომელიც ჩატარდა ონლაინ სივრცეში.
კვირეულის მიზანი იყო ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და სკოლაში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ასევე ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.
ბათუმის N20 საჯარო სკოლის მიერ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
სამოქალაქო კლუბ „ბალავარის“ წევრებმა კვირეულის ფარგლებში შექმნეს ელექტრონული სახის სლაიდები, ვიდეორგოლები და ბუკლეტ/ფლაერები.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თამარ გორგილაძემ მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარა გაკვეთილები, ვებინარის სახით, ძალადობის თემაზე, სადაც განხილული იქნა საკითხები, როგორიცაა ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თამარ გორგილაძემ, მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში აჩვენა ბულნგის მოგვარების გზებთან დაკავშირებული ანიმაციური და სხვა სახის ფილმები. ფილმების ჩვენების ბოლოს გაიმართა დისკუსია.
სამოქალაქო კლუბ „ბალავარმა“ კვირეულის ფარგლებში ჩაატარა კონკურსი სახელწოდებით „არა ძალადობას! ძალა უფლებას“.
ხელოვნების მასწავლებლმა ნინო ცეცხლაძე ჩაატარა ნახატების კონკურსი ბულინგთან დაკავშირებით.
ქართული ენისა და ლიტერატურის „მისალოცთა კლუბმა“ (ხელმძღვანელი ირმა დავითაძე) შექმნა ბუკლეტ/ფლაერები „არა ძალადობას“
აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის მიერ, კვირეულის ფარგლებში, განხორციელებული აქტივობები მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რაშიც მოსწავლეები მშობლებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება