სიახლეები
ეტალონი

ქობულეთის „ეტალონი მოსწავლე“ დისტანციურ ფორმატში გამოვლინდა
14-12-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა. 

კონკურსი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ქობულეთის 39 სკოლის 444-მა მოსწავლემ მიიღო.

ღონისძიების შეფასება და საკუთარი ემოციების გაზიარება გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ სკოლის დირექტორებს, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელს ვთხოვეთ: 

I ადგილი ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლემ ნანა აფხაზავამ დაიკავა:

ძალიან გამიხარდა, ნამდვილად არ ველოდებოდი პირველ ადგილს თუ დავიკავებდი. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა „ეტალონში“ და სიმართლე გითხრათ არ ველოდი თუ გავიმარჯვებდი, რადგან ჩემზე გამოცდილი მოსწავლეებიც იყვნენ. თუმცა მიხარია რომ ასე მოხდა. ონლაინ ტესტირების ფორმატიც ძალიან მომეწონა.

მეორე ადგილი ასევე ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლემ დაიკავა. გიორგი მჟავანაძე ონლაინ ფორმატში ჩატარებული ტეტსირებით ძალიან კმაყოფილია:

საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ძალიან გამიხარდა ჩემი წარმატება. რაც შეეხება ონლაინ ტესტირებას, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად იყო შემუშავებული -  პორტალიც მოწესრიგებული იყო და დაზღვეული იყო იმისგან, რომ კითხვა სხვაგან არ მოგეძებნა, რადგან სხვა საიტზე გადასვლისას ითიშებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა მსგავსი ფორმატი და წარმატებული გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. 

მოსწავლეების შედეგებით კმაყოფილია წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის დირექტორი ვახტანგ ქობულაძე. მისი შეფასებით, პანდემიის გამო ჩაკეტილი მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიება სასარგებლო და აუცილებელია: 

ონლაინ ფორმატში „ეტალონის“ მსგავს ფორმატში ჩატარება წელს პირველად მოხდა, ამიტომ წინასწარ იმის მოლოდინი, რომ მოსწავლეებს ასეთი კარგი შედეგი ექნებოდათ, ნამდვილად არ მქონდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. ზოგიერთი მოსწავლე ცოტა დაიბნა და ნაკლები შედეგი აჩვენეს, ვიდრე მოველოდით, თუმცა საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. მოსწავლეებიც გამოაცოცხლა ამ ღონისძიებამ ამ ჩაკეტილ პერიოდში და ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იმოქმედა.

III ადგილი ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინო ჯაბნიძემ მოიპოვა, რომელიც შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებულია და საკუთარი თავით ამაყობს: 

სიმართლე გითხრათ ასეთ წარმატებას არ ველოდებოდი. ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა და ამ პერიოდში სწავლას დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევდი. როცა სკოლამ წარმადგინა მონაწილეებს შორის, მეგონა კარგ შედეგს ვერ დავდები. არც მარტივი კითხვები იყო და დროც საკმაოდ ცოტა, თუმცა ნამდვილად გამიხარდა ასეთი წარმატება და საკუთარი თავით ვამაყობ.

ბობოყვათის საჯარო სკოლისთვის მესამე ადგილის დაკავება სასიხარულოა. სასწავლო ნაწილის მოადგილე გუგული მიქელაძე მოხარულია „ეტალონის“ ჩატარებით და მადლობას უხდის პროექტის შემოქმედებს: 

ძალიან დიდი სიხარული იყო ეს. ნინო ჯაბნიძე ძალიან კარგი ბავშვია, სასახელო მოსწავლეა და ნამდვილად იმსახურებდა ამ შედეგს. ზოგადად, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ „ეტალონის“ ჩატარებას, ამ პანდემიურ ვითარებაში მითუმეტეს სასიხარულო იყო, რომ ონლაინ კონკურსი ჩატარდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი კარგი პროექტის ჩატარებისთვის.

ქობულეთის მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ნათია ნიჟარაძის განცხადებით, გამარჯვებულ მოსწავლეს მუნიციპალიტეტი პრიზს გადასცემს:

ღონისძიება ძალიან მასშტაბური იყო. პანდემიიდან გამომდინარეც ძალიან ორგანიზებულად გაიმართა ონლაინ ტესტირება და ძალიან სასიხარულო იყო, რომ მოსწავლეების მხრიდან აქტივობა ძალიან მაღალი იყო. გამოვლინდა 10 საუკეთესო მოსწავლე. ამასთან, მუნიციპალიტეტში ვფიქრობთ, რომ დავაჯილდოვებთ გამარჯვებულ მოსწავლეს, ამისთვის თანხაც გამოყოფილი გვაქვს. ზოგადად მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ მაინც მოხერხდა „ეტალონის“ ღონისძიების გამართვა და არ დაირღვა ტრადიცია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის სპორტის, ახალგაზრდული და გენდერული  სამსახურის უფროსი სპეციალისტი განათლების საკითხებში სულხან ნიჟარაძის თქმით, წელს მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობა მონაწილეობდა „ეტალონის“ ონლაინ-ფორმატში:

ღონისძიების ჩატარება უფრო ადრე გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მოგეხსენებათ რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ქვეყანაში, ამიტომ მიხარია რომ მოხერხდა „ეტალონის“ გამართვა.

რაც მთავარია მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი არიან, ძალიან მოსწონთ ეს პროექტი, მასში მონაწილეობა არის სტიმული მოსწავლეებისთვის და იმის ჩვენების შესაძლებლობა თუ რამდენად ერუდირებულები არიან. „ეტალონი“ ხელს უწყობს  მათ განათლების დონის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და მოტივაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს რეკორდულად ბევრი მოსწავლე დარეგისტრირდა „ეტალონის“ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მინდა აქვე ისიც გითხრათ, რომ კირიონ II-ის სახელობის სკოლის მოსწავლემ გამარჯვება მეორედ მოიპოვა ამ ოთხი წლის განმავლობაში.

ქობულეთი რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე მოსწავლეებს „ეტალონში“ გამარჯვებას ულოცავს და აქტიურობას უწონებს:

წინა წლებისგან განსხვავებით წელს ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თუმცა მოსწავლეებისთვის აღარ იყო უცხო, რადგან მთელი აკადემიური წელი ამ სახით მიმდინარეობს. ვთვლი რომ ერთის მხრივ საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის, მეორეს მხრივ „ეტალონმა“ საშუალება მისცა მათ წლის გამოუტოვებლად მონაწილეობა მიეღოთ ღონისძიებაში და პროექტი გაგრძელებულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვულოცავ გამარჯვებულს და სხვა მოსწავლეებს მოვუწოდებ აქტიურად ჩაერთონ „ეტალონის“ პროექტში.



ასევე იხილეთ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის შედეგები ცნობილია


იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება