სიახლეები
საინტერესო

მოულოდნელი პროფესია აირჩია ბიჭმა, რომელიც 5 წლის ასაკში გენიოსად აღიარეს, 15 წლის კი კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაირიცხა
15-12-2020
-
+


არან ფერნანდესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 15 წლის ასაკში მოექცა, როდესაც კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩააბარა და 1773 წლის შემდეგ ამ პრესტიჟული უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. 

ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როდესაც ბიჭუნამ 5 წლის ასაკში საშუალო სკოლის მათემატიკის კურსი სრულად აითვისა, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ მას წარმოუდგენელი მომავალი და ბრწყინვალე კარიერა ელოდა. 



მაგრამ კემბრიჯში რვაწლიანი სწავლის, მაგისტრისა და სადოქტორო ხარისხის მოპოვების შემდეგ, არან ფერნანდესმა კვიპროსში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში მასწავლებლის მოკრძალებული სამუშაო აირჩია.

„ვფიქრობ, ეს ცოტა უცნაური ისტორიაა. რადგან, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კემბრიჯის დამთავრების შემდეგ, ყველა ადგილიდან სწორედ ამ უნივერსიტეტს ავირჩევდი? მაგრამ მე აქ ბედნიერი ვარ, არ შევმცდარვარ, როდესაც მოვედი“, - ამბობს არანი. 

მათემატიკოსს ხშირად ვუნდერკინდს ეძახდნენ, მაგრამ თავად ეს სიტყვა დიდად არ უყვარს.

„ვფიქრობ, რომ საქმე აღზრდაშია და არა ბუნებაში“, - ამბობს არანი. 

შესაძლოა, ის მართალია, რადგან არანის მშობლები მისი სწავლა-განათლებით ფაქტობრივად ჩვილობიდან დაკავდნენ.



​დღეს დოქტორი არან ფერნანდესი თავის უნარებს სწავლებას უთმობს და ოცნებობს უმაღლესი განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში - „ხელოვნება - თავად უკვდავებაა“
არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედაენის დღე შთამბეჭდავი აქტივობებით აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება