მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-10 მოწვევის პარლემენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა, რომელზეც დებულება და თავმჯდომარის მოადგილეები დამტკიცდა.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები დამტკიცდა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე შალვა პაპუაშვილი დაინიშნა, მოადგილედ კი გიორგი ამილახვარი იქნება.
ახალმა ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომიტეტის დებულებაში განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად, წინა პლანზე უფრო მეტად წამოიწევს კულტურის საკითხები, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის დროს უკანა პლანზე იყო გადაწეული. ამასთან, შეიქმნება კულტურის სამუშაო ჯგუფი.
„მე დარწმუნებული ვარ განათლებას, მეცნიერებასა და კულტურას ამ კომპლექსურ და მრავალდარგობრივ სფეროებს ნამდვილად სჭირდება იურისპუდენციის სპეციალისტები, იმიტომ, რომ არაერთი ხარვეზია იმ კანონმდებლობებში, რომელიც ამ სფეროებს არეგულირებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა