მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1. 16 წლის ასაკში, გერმანიის მოქალაქეობაზე უარი თქვა
აინშტაინს პატარაობიდანვე სძულდა ნებისმიერი სახის ნაციონალიზმი და აქედან გამომდინარე, არჩია ყოფილიყო „მსოფლიო მოქალაქე". 16 წლის ასაკში უარი თქვა გერმანიის მოქალაქეობაზე და 1901 წლამდე, ოფიციალურად არ ჰქონდა არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, როდესაც ის შვეიცარიის მოქალაქე გახდა.
2. დაქორწინდა თავის ფიზიკის კლასის ერთადერთ გოგონა სტუდენტზე
ციურიხის
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის იმ განყოფილებაში, სადაც აინშტაინი
სწავლობდა, მილევა მარიჩი ერთადერთი გოგონა სტუდენტი იყო. იგი გატაცებული
იყო მათემატიკითა და მეცნიერებით, ძალიან სურდა გამხდარიყო ფიზიკოსი.
თუმცა, ამ ამბიციაზე უარის თქმა მოუწია, როცა ცოლად გაჰყვა აინშტაინს და
მისი შვილის დედა გახდა.
3. FBI-ს აინშტაინის შესახებ 1427 გვერდი ჰქონდა
1933 წელს, FBI-მ ალბერტ აინშტაინის დოსიეს მომზადება დაიწყო, სანამ ფიზიკოსი აშშ-ში მესამედ გაემგზავრებოდა. საბოლოოდ, დოკუმენტებმა 1427 გვერდი შეადგინა და ძირითადად ეძღვნებოდა აინშტაინის კავშირებს პაციფისტურ და სოციალისტურ ორგანიზაციებთან. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ედგარ ჰუვერი სპეციალური აქტის საფუძველზე აინშტაინის ამერიკაში არშეშვების რეკომენდაციასაც კი გასცემდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი მოთხოვნა უარყო.
4. ჰყავდა არაკანონიერად შობილი ბავშვი
1902 წელს, სერბეთში, საკუთარი მშობლების სახლში, აინშტაინის მომავალ ცოლს - მილევას, ქორწინებამდე შეეძინა გოგონა. ბავშვს ლიესერლი დაარქვეს. ისტორიკოსთა ცნობით, გოგონა ბავშვობაშივე დაიღუპა, სავარაუდოდ ქუნთრუშათი; ერთ-ერთი ვერსიით კი, იგი გააშვილეს. ნებისმიერ შემთხვევაში, აინშტაინს საკუთარი გოგონა თვალით არასოდეს უნახავს. ლიესერლის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი 1987 წლამდე, როდესაც საჯაროდ გამოქვეყნდა აინშტაინის წერილების კოლექცია.
5. ნობელის პრემიით მიღებული თანხა, პირველ ცოლს გადაუხადა განქორწინების სანაცვლოდ
წინასწარ ვარაუდობდა რა, რომ ნობელის პრემიას მიიღებდა, მოსალოდნელი პრიზის ფული განქორწინების სანაცვლოდ მთლიანად შესთავაზა პირველ ცოლს, მილევა მარიჩს, რომელიც მის შეთავაზებას დათანხმდა. მიღებულმა თანხამ 32 250$ შეადგინა, რაც იმ დროის საშუალო პროფესორის წლიურ ანაზღაურებას სამჯერ აღემატებოდა.
6. დაქორწინდა თავის დეიდაშვილზე
ელზა,
შემდეგში მისის აინშტაინი, ალბერტის პირდაპირი დეიდაშვილი იყო. გარდა
ამისა, ისინი არაპირდაპირი ბიძაშვილებიც იყვნენ - ელზას მამა და ალბერტის
მამა ბიძაშვილები იყვნენ. მისი ქალიშვილობის გვარიც აინშტაინი იყო.
7. იყო სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ჯერ კიდევ სამოქალაქო უფლებათა მოძრაობდამდე
აინშტაინი სამოქალაქო უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერი იყო. როდესაც 1951 წელს უილიამ დიბუას ბრალი წაუყენეს უცხო სახელმწიფოს არარეგისტრირებული აგენტობისთვის, აინშტაინი მოწმის სახით დაკითხვას მოითხოვდა. როდესაც დიბუას ადვოკატმა სასამართლოს აინშტაინის გამოჩენის შესახებ აცნობა, მოსამართლემ საქმე დახურა.
8. მისმა ვაჟმა, ცხოვრების დიდი ნაწილი სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულმა გაატარა
ალბერტის მეორე ვაჟს, ედუარდს, რომელსაც ის მოფერებით „ტეტეს" ეძახდა, შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა და ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება სპეციალურ საკურნალო დაწესებულებაში მოუწია. ედუარდი გატაცებული იყო ფსიქოანალიზით და აღმერთებდა ფროიდს. მიუხედავად იმისა, რომ მიწერ-მოწერა ჰქონდათ, ალბერტს საკუთარი ვაჟი აღარასოდეს უნახავს 1933 წლის შემდეგ, როდესაც ფიზიკოსი აშშ-ში გადასახლდა. ედუარდი 55 წლის ასაკში, ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიღუპა.
9. მტკიცე მეგობრობა ჰქონდა „ქიმიური იარაღის მამასთან"
ფრიც ჰაბერი გერმანელი ქიმიკოსი იყო, რომელიც აინშტაინს ბერლინში ჩასვლაში დაეხმარა და მისი ახლო მეგობარიც გახდა. ჰებერი გაქრისტიანებული ებრაელი იყო და აინშტაინს სათნოების ასიმილაციას უქადაგებდა, სანამ ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდოდნენ. მეორე მსოფლიო ომში, მან შექმნა ქლორის მომაკვდინებელი გაზი, რომელიც ჰაერზე მძიმე იყო და შეეძლო ჩაწოლილიყო თხრილებში, სადაც ჯარისკაცებს მტანჯველად გუდავდა, რადგან წვავდა მათ ყელსა და ფილტვებს. ხშირად, ჰაბერს „ქიმიური იარაღის მამას" უწოდებენ.
10. სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსთან
1935 წელს, აინშტაინს საკუთარმა გერმა მარგომ, მომხიბვლელი რუსი მარგარიტა კენკოვა გააცნო. სულ მალე, ისინი შეყვარებულები გახდნენ. 1998 წელს, სოთბის აუქციონზე გამოიფინა 1945-1946 წლებში აინშტაინის მიერ კენკოვასთვის მიწერილი ცხრა სასიყვარულო წერილი. ჯაშუშების შესახებ გამოქვეყნებული ერთ-ერთი რუსული წიგნის თანახმად, კენკოვა რუსი აგენტი იყო, რასაც ისტორიკოსები ვერ ადასტურებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა