სიახლეები
სიახლეები

საახალწლო საჩუქრებს ბაღის აღსაზრდელებს 20 დეკემბრის შემდეგ დაურიგებენ - რა შედის ნაკრებში, რომელიც 7 ლარი და 30 თეთრი დაჯდა
16-12-2020
-
+


საახალწლო საჩუქრებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები წელსაც მიიღებენ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ 58 902 საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების შესასყიდად 430 ათას ლარამდე დახარჯა. ერთ შეფუთვაში სააგენტომ 7 ლარი და 30 თეთრი გადაიხადა.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ etaloni.ge-ს განუცხადა, საჩუქრები წელს სურსათის ბოლო პარტიასთან ერთად, 20 დეკემბრის შემდეგ დაურიგდებათ მშობლებს. 

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია „ბარამბომ“ მიიღო, შესაბამისად, სასაჩუქრე შეფუთვებს ეს კომპანია ამზადებს.  

თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრ. ტკბილეულისგან, მათ შორის:

  • შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 30 გრ. (რძიანი, შავი)
  • ვაფლის ბატონი არანაკლებ 60 გრ.
  • შოკოლადის ბატონი არანაკლებ 40 გრ.
  • შოკოლადი არანაკლებ 100 გრ. (მინიმუმ 5 სახეობა)
  • კარამელის კანფეტი სხვადასხვა შიგთავსით (მინიმუმ ოთხი სახეობა) არანაკლებ 170 გრ.
  • ჟელეს კანფეტი არანაკლებ 50 გრ.
თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს. კერძოდ, თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N 301/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების“ შესახებ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ტრანსცხიმებს (შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული), კონსერვატებს, გმო-ს და ორგანიზმისთვის სხვა საშიშ ქიმიურ ელემენტებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, ბაღებში საახალწლო ღონისძიებები წელს არ გაიმართება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...