მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დისტანციური სწავლა/სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი შემუშავდა.
ცენტრის ცნობით, COVID-19 გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება დისტანციური/შერეული სწავლა/სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და შეფასების საკითხები.
„აღნიშნულიდან გამომდინარეობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივა შექმნილიყო დისტანციური/შერეული სწავლა/სწავლების პროცესის შეფასების კრიტერიუმები და სახელმძღვანელო პრინციპები, რაც დაეხმარებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საკუთარი რესურსების უკეთესად შეფასებაში და ინსტიტუციების შიგნით არსებული ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაში დისტანციური/შერეული სწავლების ხარისხის მიმართულებით.
დოკუმენტის შემუშავება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების კონკურსი გამოცხადდა და შერჩეული ექსპერტების მიერ შემუშავდა დისტანციური სწავლა/სწავლების პროცესის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს საშუალებას მისცემს ინსტიტუციებისა და ფაკულტეტების დონეებზე განსაზღვრონ დისტანციური და შერეული სწავლების განვითარების სტრატეგიები.
მეორეს მხრივ, შემუშავებული დოკუმენტი ცენტრს დაეხმარება დაადგინოს სისტემის დონეზე არსებული გამოწვევები ელექტრონულ/შერეულ სწავლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ასევე, აღსანიშნავია რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი და ცენტრის თანამშრომლები დოკუმენტის პროექტს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაეცნენ. მათგან მიღებული უკუკავშირი კი საბოლოო დოკუმენტში აისახა, რომელიც მორგებულია ქართულ რეალობას და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ელექტრონული და შერეული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
იხილეთ დისტანციური სწავლა/სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და სახელმძღვანელო პრინციპები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შეკითხვები დაისვა ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...