მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დისტანციური სწავლების რეჟიმის პირობებში Teams - ის გამოყენებით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები დეკლარაციისა და ადამიანის უფლებების შესახებ. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.
ღონისძიება განხორციელდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ერთობლივი თანამშრომლობით.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტის - „ძალა ერთობაშია“ ფარგლებში, რომლის მიზანია დემოკრატიული კომპეტენციების განვითარება მოზარდებში, განათლების საშუალებით ღია, ტოლერანტული და მრავალფეროვანი საზოგადოებების ჩამოყალიბება.
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. 1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
იხილეთ ფოტოები
იხილეთ პრეზენტაცია 1
იხილეთ პრეზენტაცია 2
იხილეთ პრეზენტაცია 3
იხილეთ პრეზენტაცია 4
იხილეთ ბუკლეტის შაბლონი
იხილეთ პოსტერი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება