სიახლეები
საინტერესო

ახალი წელი ფენ-შუის მიხედვით: როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს, რომ იღბალი, სიმდიდრე და წარმატება მოიზიდოთ?
23-12-2020
-
+


ჩინური მთვარის კალენდრის თანახმად, დამდეგი 2021 წელი თეთრი მეტალის ხარის წელია. 2021 წელი ნაკიან წელიწადს მოსდევს, ამიტომ გვპირდება, რომ იქნება უფრო მშვიდი, ბევრად წარმატებული და იღბლიანი ვიდრე ვირთხის წელი. მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატება დამდეგ წელს ელოდება მათ ვინც შრომისმოყვარე და დისციპლინირებულია. 

თეთრი ხარი მეტალის სტიქიას მიეკუთვნება. ხარი - კონსერვატიული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, გაწონასწორებული და სამართლიანობისთვის მებრძოლია. ხასიათდება ურთიერთობებში სიმტკიცით. ის ფლობს ძლიერ ძალას, ამიტომ დამდეგ წელს მისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური და სულიერი ზრდა. 

სახლის მომზადება და საახალწლო სუფრა

იმისთვის, რომ ახალ წელს ყველა წესის დაცვით შევხვდეთ, აუცილებელია რამდენიმე რჩევას მივყვეთ, რომელთაც ფენ-შუის ოსტატები გვიზიარებენ. და, პირველი, რასაც ისინი ერთხმად ამბობენ - ესაა სახლის გაწმენდა. ახალი წლის მოსვლამდე აუცილებელია სახლის მიმდინარე წლის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან გასუფთავება. ამისთვის კი მხოლოდ სახლის დალაგება არასაკმარისია. ამიტომ სინანულის გარეშე გადაყარეთ სახლიდან უსარგებლო ნივთები და ძველმანები.

შესანიშნავი სადღესასწაულო განწყობა მოაქვს სახლში გირლიანდებს და ნაძვის ტოტებს, რომლითაც შეგიძლიათ სახლი მორთოთ. 



ახალი წელის ღამეს მაგიდა ოთახის ცენტრში დადგით, სუფრა კი საზეიმოდ მორთეთ. მაგიდის შუაში ფართო ვაზა განათავსეთ, რომელშიც ნაძვის ხის სათამაშოებს და დეკორატიულ სანთლებს ჩაალაგებთ. რაც უფრო მეტი წვრილი ნაკეთობა მოთავსდება ვაზაში, მით უფრო იღბლიანი და ბარაქიანი იქნება დამდეგი წელი.

აუცილებლად დადეთ მაგიდაზე ხარის ფიგურა. წინასწარ იყიდეთ ხის კოვზები სუფრის კერძებისთვის. ხე მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოა. მაგიდის მოსართავად გამოიყენეთ ყვითელი გრეიფრუტი, მანდარინი და ფორთოხალი, ხარის წელს, ფენ-შუის ოსტატები გვირჩევენ, მოვამზადოთ რაც შეიძლება მეტი ხემსი და ცივი კერძი, ცხელ კერძებზე კი ახალი წლის ღამეს უარი ვთქვათ. 

სად დავდგათ ნაძვის ხე?



ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია გერმანიიდან იღებს სათავეს. მისი დადგმის ჩვეულების ფუძემდებლად კი მარტინ ლუთერი ითვლება. ლეგენდით, 1513 წელს როდესაც მარტინ ლუთერი სახლში შობის დამდეგს ტყის გავლით ბრუნდებოდა, ვარსკვლავების ფონზე ხეების ბრწყინვალებამ აღაფრთოვანა - თითქოს ლამპრები ენთო ნაძვის ხეებზე. სწორედ მაშინ, მარტინ ლუთერმა პირველად მიიტანა სახლში ნაძვი და ის სხვადასხვა ფერის ბაფთებით და სანთლებით შეამკო, წვერზე კი ბეთლემის ვარსკვლავის ხსოვნის ნიშნად, ვარსკვლავი დაადგა.

აღმოსავლური სწავლების ოსტატები ნაძვის ხის დადგმის წესებს გვთავაზობენ, იმისთვის რომ 2021 წელს ფინანსური კეთილდღეობა, იღბალი და პირადი ბედნიერება მოვიზიდოთ. ნაძვის ხე ოთახებში იმ სურვილების მიხედვით დადგით, რომელთა შესრულებაც ახალ წელს გინდათ.



თუ, ნაძვის ხეს სახლის ან ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დადგამთ, ახალი წელი სიმდიდრეს და მატერიალურ სარგებელს გპირდებათ. ნაძვის ხე სახლის ან ოთახის ცენტრში ჯანმრთელობას მოგიტანთ, სამხრეთ ნაწილში კი - პროფესიულ წარმატებას. 

დასავლეთი გვპირდება ოჯახში მატებას, აღმოსავლეთი კი ოჯახურ ჰარმონიას. თუ გინდათ, რომ მეორე ნახევარს შეხვდეთ, ნაძვის ხე სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დადგით. თუ მოგზაურობაზე ოცნებობთ სადღესასწაულო ხე სახლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განათავსეთ. ნაძვის ხის ჩრდილოეთ ნაწილში დადგმა კი კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

იხილეთ თუ როდის უნდა დადგათ ნაძვის ხე

წლის ფერები



ხარის წლის მთავარი ფერია - თეთრი და მისი ელფერები, ასევე აქტუალურია მწვანე და ყვითელი. ამიტომ ნაძვის ხის მოსართავები უნდა იყოს - ყვითელი, მწვანე, თეთრი და მეტალისფერი. იგივე ეხება საახალწლო სამოსსაც. 

ხელსაყრელი ფერებია: თეთრი, მეტალის ფერი, მწვანე და ყვითელი. 

არახელსაყრელი ფერებია: ლურჯი და წითელი. 

2021 წელი ხელსაყრელია საქმიანობის შესაცვლელად, დიდი ხნის ნანატრი რემონტის დასაწყებად და მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. ხარის წელი გვპირდება იმ დაბრკოლებების მოხსნას, რომელსაც ვირთხის წელი გვიქმნიდა. ასევე ითვლება, რომ შესაძლებელია ფინანსური აღმასვლა, მთავარია იყოთ მიზანდასახული. ხარს სიდინჯე და სიმშვიდე უყვარს, ასე რომ, თანდათანობით მიდით თქვენს მიზნებამდე და ყველაფერი გამოგივათ. 

იხილეთ ასევე: რას მოუტანს თეთრი, მეტალის ხარი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს? - 2021 წლის პროგნოზი ქართველი ასტროლოგისგან

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება