მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ონლაინ ტესტირებაში მონაწილეობა ძალიან გამიმარტივა იმ პრე-ტესტებმაც, რომელიც წინა დღეებში გავიარეთ მონაწილეებმა, რომ წარმოდგენა გვქონოდა ონლაინ-ტესტების ფორმატზე. უფრო მეტად გავერკვიე იმაში, რა მელოდა და მოულოდნელობა აღარ ყოფილა. პირველ ადგილზე გასვლა კი რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.
ემოციების დამალვა უჭირს ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ხათუნა ქობალიას:
ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ 2020 წლის დასკვნითი კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ჩვენი წარმომადგენელი, ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლე გახდა. ათასჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება მოაქვს ყველასთვის.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავად ლუკა სულაბერიძეს, ამხელა სიხარულის მონიჭებისთვის, შემდგომ „ეტალონის“ ჯგუფსა და მის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს, რომელმაც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მოახერხა და ჩაატარა 2020 წლის „ეტალონის“ დასკვნითი ღონისძიება. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თავად გიმნაზიას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაა, ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ყველა პროექტში.
ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ანა ბენდელიანი აღნიშნავს, რომ „ეტალონის“ ღონისძიების გამართვა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო:
რა თქმა უნდა, განსხვავებულ რეჟიმში მიმდინარეობდა წელს „ეტალონის“ ღონისძიება, თუმცა არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა შემოქმედებით ჯგუფთან და თუკი რაიმე კითხვა გვქონდა მაშინვე გვეხმარებოდნენ.
მოსწავლეც საკმაოდ მოტივირებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ უცხო გარემოში იყო და ცოტას ნერვიულობდა, მაქსიმალურად გამოავლინა თავი. ვფიქრობ, რომ ასეთ პერიოდში „ეტალონის“ ღონისძიების გამართვა ძალიან კარგი საშუალება იყო, მოსწავლეთა გასამხნევებლად და გასახალისებლად.
მოსწავლის წარმატებაში დარწმუნებული იყო ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორი მედეა გორდაძე:
„ეტალონი“ საუკეთესო პროექტია, ჯერ კიდევ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რომ გადიოდა, მაშინ ვოცნებობდი, რომ მონაწილეობა ჩემს შვილებს და შვილიშვილებსაც მიეღოთ. ტელევიზიიდან გასვლის შემდეგ, პროექტში ადაპტირება თითოეულმა მოსწავლემ ძალიან კარგად მოახერხა, თუმცა ფინალის ჩატარებამ ახლა, მოლოდინს გადააჭარბა. ასე ორგანიზებულად და მარტივად თუ შეიძლებოდა ასეთი ეპიდვითარების ფონზე პროექტის განხორციელება, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. შეუდარებლები ხართ და ძალიან დიდი მადლობა პროექტის ავტორს და მის გუნდს ამისთვის.
რაც შეეხება ლუკას, მინდა გითხრათ, რომ ის ნამდვილად განსაკუთრებული მოსწავლეა. პირველ ტურში 100-დან 100 ქულა აიღო, მუნიციპალურ ტურშიც ისახელა თავი და ფინალშიც გაგვახარა. ძალიან ერუდირებული, შრომისმოყვარე მოსწავლეა. ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის კონკურსებში და თითქმის ყოველთვის იმარჯვებს. ამიტომ მისი წარმატების მოლოდინი ნამდვილად მქონდა. მადლობა, რომ ასეთი ნიჭიერი ბავშვი გააცანით მთელს საქართველოს.
ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის „ეტალონის“ პედაგოგი გულნარა ბარაბაძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა პროექტში ჩართულობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია:
„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. პროექტი საშუალებას აძლევს ბავშვებს კიდევ უფრო მეტად გაიფართოვონ და გაიღრმავონ განათლება, იყვნენ კონკურენტუნარიანები და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ პროექტში. ყოველ წელს სულ უფრო მეტ მოსწავლეს სურს „ეტალონში“ მონაწილეობის მიღება და გამარჯვების მოპოვება.
გამარჯვებულის კლასის დამრიგებელ გულინა ბახტაძესთვის, „ეტალონში“ მოსწავლის წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა:
ნამდვილად ველოდით ლუკას წარმატებას. ისეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია, რომ მისი გამარჯვება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გამიკვირდებოდა, პირველი ადგილი რომ არ დაეკავებინა, იმდენად დარწმუნებული ვართ ამ ბავშვის ნიჭიერებაში.
ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ შესაძლებლობისთვის. მართალია, ფინალის მიმდინარეობისას ვინერვიულეთ, მაგრამ ეს ნამდვილად სასიამოვნო ნერვიულობა იყო. ასევე მინდა მოგილოცოთ, დამდეგი შობა-ახალი წელი და ჯანმრთელობა და წარმატება გისურვოთ!
მეორე ადგილი მოულოდნელი აღმოჩნდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლისთვის. როგორც გუგა კვირკვიამ გვითხრა, არ ეგონა თუ მხოლოდ ერთი მოსწავლე აჯობებდა შედეგით:
სიმართლე გითხრათ, 68 ქულა რომ ავიღე შემეშინდა, რადგან მეგონა რომ ჩემზე გაცილებით მაღალი ქულები ექნებოდათ სხვა მონაწილეებს. თუმცა როცა 64 ქულა გამოაცხადეს მესამე ადგილის წარდგენისას, ძალიან გამიხარდა. ვერ გეტყვით, რომ მარტივი იყო ონლაინ-ტესტირება, თუმცა მეორე მხრივ სიახლე იყო ჩვენთვის ტექნოლოგიურადაც და ვფიქრობ დიდი გამოცდილების მომცემიც იქნება - თან ზუმში ვიყავით, თან პირდაპირ ეთერში და თან ტესტების სპეციალური პორტალის საშუალებით ვახდენდით ჩვენი ცოდნის წარმოჩენას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია გახარებულია საბა კვირკვიას შედეგით და აღნიშნავს, რომ „ეტალონს“ მადლობას უხდის, რადგან არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც პროექტის შემოქმედებითი გუნდი თავს ვერ გაართმევს. თავის მხრივ კი ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ შემოდგომის სეზონზე მონაწილეობა ქალბატონი ლირას აქტიური ჩართულობის დამსახურებაა:
ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულო იყო „ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება, ვინაიდან ჩვენმა მოსწავლემ მეორე ადგილი დაიკავა. ამასთან, გუგა მონაწილე მოსწავლეებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან გაგვიხარდა, რომ ასეთი აქტიური იყო და ასეთ წარმატებას მიაღწია.
რაც შეეხება ონლაინ „ეტალონის“ ღონისძიების ჩატარებას, ეს ნამდვილად ახალი გამოწვევაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ისეთი გამოწვევა, რომელსაც „ეტალონი“ თავს ვერ გაართმევს და ამისთვის მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო როგორც პროექტის ორგანიზატორებს, ისე მის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მოვერგეთ ამ გამოწვევას ჩვენც. მოსწავლე რესურსცენტრში იყო მოსული, მას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა, თუმცა თვითონაც, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიმართლა იმედები. „ეტალონი“ ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემია მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის. ძალიან ბევრს აკეთებს მათთვის და ეს ნამდვილად დასაფასებელია.
მინდა ისიც ვახსენო, რომ დისტანციურ სწავლებას და ონლაინ ფორმატს დროზე ადრე გაუსწრო თავად გოჩა ტყეშელაშვილმა თავის გუნდთან ერთად. ვინაიდან მოსწავლეები ონლაინ ჩართულები არიან izrune.ge-ში და მეტად საჭირო დროს და საჭირო მომხმარებელზე არის გათვლილი ეს ყველაფერი.
როგორც რესურსცენტრის წარმომადგენელი თეონა ბობოხია აღნიშნავს, ღონისძიება საოცრად მოწესრიგებულად მიმდინარეობდა:
რასაც ჩვენ შიგნიდან ვუყურებდით ძალიან საინტერესო იყო მთელი ღონისძიება. ჩვენი მოსწავლე ცოტა ადრე მოვიდა, რომ ტესტირებამდე თავი უფრო შინაურულად ეგრძნო. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ღონისძიების ფარგლებში არავითარი ხარვეზი არ გვქონოდა. თვითონ მონაწილე არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული მოსწავლე და შედეგი ნამდვილად პირნათლად თავიდან ბოლომდე მხოლოდ მისი ცოდნისა და უნარების დამსახურება იყო.
მოსწავლის შედეგით ამაყობს საჩინოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ფიფია:
იმის გამო, რომ გუგა მერვე კლასშია, არ გვეგონა თუ სამეულში მოხვდებოდა და მეორე ადგილს დაიკავებდა. თუმცა ძალიან ბეჯითი და ყველანაირად წარმატებული ბავშვია. სწავლასთან ერთად ძალიან კარგად მღერის, სპორტშიც საკმაოდ წარმატებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ღონისძიება მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ქვეყანაში სიტუაცია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტრადიციული ფორმატითაც ჩატარდეს „ეტალონის“ სასწავლო წლის ფინალი.
გუგა კვირკვიას შედეგი მოულოდნელი იყო საჩინოს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგისა და დამრიგებლის ნატო შეროზიასთვის. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, რომ მისმა მოსწავლემ უფროს მონაწილეებზე უკეთესი შედეგი დადო:
„ეტალონი“ მართალაც ეროვნული პროექტია და მადლობა მათ ავტორებს. მეორე ადგილს არ ვფიქრობდი, ვინაიდან გუგა სხვა მონაწილეებთან შედარებით პატარა იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ასაკის და გამოუცდელობის მიუხედავად თავისი შრომითა და გონიერებით მიაღწია ამ შედეგს. მთელი მუნიციპალიტეტი, სკოლა და რესურსცენტრი გახარებულები ვართ მისი წარმატებით.
მესამე ადგილი დაიკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ მარიამ ხუხუამ, რომლისთვისაც მიღებული შედეგი საოცრად სასიხარულო აღმოჩნდა:
სიმართლე გითხრათ არ ველოდი, რომ სამეულში მოვხვდებოდი, რადგან კითხვები საკმაოდ რთული იყო, თუმცა ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, ძალიან გამიხარდა. წელს პირველად მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა და ვფიქრობდი, რომ მეტი გამოცდილების მქონე მოსწავლეებს უფრო მეტი შანსი ექნებოდათ.
რაც შეეხება ონლაინ ფორმატს, მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად შემიწყო ხელი ყველამ, რესურსცენტრმაც და ჩემმა პედაგოგებმაც.
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავას შეფასებით, მარიამმა თავიდანვე კარგად აუღო ალღო ახალ პლატფორმას და მიუხედავად თავდაპირველი ნერვიულობისა ღონისძიებამ დიდი ემოციების ფონზე ჩაიარა:
ვშიშობდით, რომ ონლაინში ამ ღონისძიების ჩატარება გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევდა. მოსწავლეც შეიძლება უფრო მეტად დაბნეულიყო, ანერვიულებულიყო, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ალღოც თავიდანვე აუღო და საკმაოდ სწრაფად და წარმატებით მოახერხა საპრიზო ადგილის მოპოვება.
მადლობა „ეტალონს“, რომ ასე სწრაფად მოახერხეთ და უპასუხეთ ახალ გამოწვევებს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენი მოსწავლე სამეულში გავიდა. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა, იმისთვის, რომ ყოველთვის ღირსეულად პასუხობთ არსებულ გამოწვევებს.
როგორც რესურსცენტრის წარმომადგენელი ელისო დანელია გვეუბნება, „ეტალონის“ ღონისძიებამ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა:
მე ვფიქრობ, საქართველოში ამ ღონისძიებას კონკურენტი არ ჰყავს. ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიება. თავადაც აღფრთოვანებული ვიყავი გუშინ და ვფიქრობ, რომ „ეტალონის“ ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის იდეებსა და შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი თამილა შულაია აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ გამოირჩევა ობიექტურობითა და სამართლიანობით, რის გამოც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მოსწავლეს სურს მასში მონაწილეობის მიღება:
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მოსწავლეებისთვის ნამდვილად სტიმულის მიმცემია, რომ უფრო მეტი შემოქმედებითი უნარი გამოავლინონ და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. რაც მთავარია, ამ პროექტს ახლავს ობიექტურობა და სამართლიანობა, რაც მოსწავლეებისთვის უმთავრესია და ეს გრძნობა ბავშვებს ნამდვილად აქვთ. სწორედ ამიტომ არის, რომ მოსწავლეების მიერ პროექტში ჩართვის სურვილი სულ უფრო მეტად იზრდება და ყველას უნდა „ეტალონში“ მონაწილეობის მიღება.
რაც შეეხება უშუალოდ მარიამს. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად უნიჭიერესი მოსწავლეა პირველი კლასიდან გამოირჩევა თავისი კრეატიულობით და სწავლისადმი წყურვილით. სიმართლე გითხრათ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდით, რადგან ძალიან დიდი კონკურენცია იყო და საუკეთესო მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ, მაინც ძალიან გაგვახარა და გვასახელა.
ლედგებეს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი და მარიამ ხუხუას დამრიგებელი ფატი ბაღდავაძე მოსწავლის წარმატებით ძალიან ამაყობს:
მთელი სულით და გულით ველოდებოდით მარიამის წარმატებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები. იმის გათვალისწინებით, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, თითოეული მოსწავლის წარმატება განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის. ეს დიდი მოტივაციას და სტიმულს აძლევს სხვა მოსწავლეებსაც.
ძალიან კმაყოფილები იყვნენ მერვე კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც წელს პირველად მიიღეს „ეტალონის“ ტესტირებაში მონაწილეობა. მართალია, ფინალში ვერ მოხვდნენ, მაგრამ იმდენად დიდი სტიმული მიეცათ, რომ ერთი სული აქვთ როდის მოვა მომავალი წელი რომ უფრო მეტად გამოაჩინონ თავიანთი თავი და მეტ წარმატებას მიაღწიონ.
ასევე იხილეთ:
ინტელექტ-ჩემპიონატის 2020 წლის დასკვნითი ღონისძიების საუკეთესო სამეული ცნობილია
ინტელექტ-ჩემპიონატის 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს
ინტელექტ-ჩემპიონატის 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურად გაიმართება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე