სიახლეები
პიროვნება

„თუ არ ვივარჯიშე, ბურთს არ შევეხე, ცუდ ხასიათზე ვდგები. ფრენბურთი ჩემი ნაწილია!“
21-12-2020
-
+


სპორტს მაშინ ეზიარა, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო - ლეჩხუმში ყველა თამაშობს ფრენბურთს და ამიტომ მეც ძალიან მომწონდაო, - გვითხრა; სპორტსმენობა კი იმ პერიოდში გადაწყვიტა, როცა ქვეყანას რთული პერიოდი ედგა, ბნელი 90-იანები და ახალგაზრდობა, ძირითადად, ქუჩაში იყო გამოფენილი. მაშინ სწავლასაც დიდად არ ექცეოდა ყურადღება, დათო ლიპარტელიანმა კი ქუჩას სპორტი არჩია და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც არაერთხელ მოიპოვა. დღეს გულისწყვეტით იხსენებს იმ ბიჭებს, რომლებმაც მაშინსხვა გზააირჩიეს, თავად კი ბედნიერია, რადგან ახლაც, წლების შემდეგაც, იმ საქმეს აკეთებს, რაც უზომოდ უყვარს და ამბობს, რომ ფრენბურთი მისი ნაწილია.

- ბატონო დათო, სპორტსმენისთვის უმოქმედოდ ყოფნა ალბათ რთულია, არადა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვებია დაწესებული.

- მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაჩერებულია, მაინც ვვარჯიშობ - ვცდილობ, ფორმიდან არ ამოვვარდე. ხომ იცით, მწვრთნელს ტონუსი სჭირდება; გარდა ამისა, ფიზიკური ვარჯიში, ცხოვრების ჯანსაღი წესი ვირუსების დაძლევაში გვეხმარება და მეც, რის შესაძლებლობასაც გარემო მაძლევს, ვაკეთებ, რათა ჯანსაღად ვიცხოვრო.

- ცაგერის გუნდს წვრთნით. აქტიურ სპორტში აღარ ხართ?

- დიახ, ცაგერის გუნდს ვწვრთნი, ბავშვებსაც ვასწავლი და ვთამაშობ კიდეც, თუმცა ნაკრებში აღარ ვარ - მწვრთნელობა დიდ დროს მოითხოვს. ცაგერის გუნდთან ერთად კი სულ ვთამაშობ.

- მკაცრი მწვრთნელი ხართ?

- მომთხოვნი ვარ... მინდა, მომავალმა თაობებმა უკეთ ითამაშონ, უფრო მეტი შეძლონ და ყველა მინუსი, რაც ჩვენ თამაშს ახლდა, ვთხოვ, რომ გაითვალისწინონ. დისციპლინაც აუცილებელია...

- და ცხოვრების ჯანსაღი წესიც. როგორ აკონტროლებთ თქვენს სპორტსმენებს?

- უბრალოდ ვუხსნი, რომ ზედმეტი არაფერი შეძლება; ძალით ვერავის გააჩერებ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ სპორტსმენებს სხვაგვარი რეჟიმი აქვთ, ისინი უნდა იყვნენ მაგალითი სხვებისთვის და რაც მთავარია, სამართლიან, კარგად ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მიმაჩნია, რომ სპორტსმენი ჰუმანური უნდა იყოს.

- ჰუმანური რატომ?

- მოგეხსენებათ, საზოგადოება სპორტსმენებს სხვაგვარად უყურებს, თუმცა სამწუხაროდ, ჰგონიათ, რომ მხოლოდ ძალა აქვთ და მის შინაგან ბუნებას ყურადღებას არ აქცევენ. არადა სპორტი მხოლოდ ძალა არ არის, მას განათლება და ინტელექტი სჭირდება. მაგალითად მე - ტანდაბალი ვარ და უფრო მოჭიდავეს ვგავარ, ვიდრე ფრენბურთელს, მაგრამ გონიერებით, ტექნიკითა და ხერხით, ბევრად მაღლებს ვჯობნი.

- რატომ აირჩიეთ სპორტის ეს სახეობა?

- ცაგერიდან ვარ, ლეჩხუმში კი ფრენბურთს მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი 90-იან წლებს დაემთხვა და ყველამ ვიცით, მაშინ რა სიტუაცია იყო. სპორტი კი საშუალება გახლდათ, ბავშვები ქუჩას მოვწყვეტოდით - ამიტომ ძირითად დროს დარბაზში ვატარებდი, ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ უფროსები, ბევრ რამეს ვსწავლობდი და შემდეგ მეც დავიწყე თამაში. გული მწყდება, მაშინ ჩემი კლასელები სხვა გზას დაადგნენ... არადა, იცით, რა კარგი ბიჭები იყვნენ... ჩვენ კი ფრენბურთმა შეგვცვალა, დარბაზი იყო გართობის საშუალება, ჩვენი ინტერნეტიც, ჩვენი ტელევიზიაც... მერე, როდესაც წარმატებებს აღწევ თავდაჯერებული ხდები და მეც უფრო დიდი მონდომებით ვვარჯიშობდი; მოგვიანებით, თბილისში ჩამოვედი, მალევე ვიღაცებს ვაჯობე... მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე და სიმართლე გითხრათ, თამაშის დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი - წყალში. ახლაც, თუ არ ვივარჯიშე, არ ვითამაშე, ბურთს არ შევეხე ცუდ ხასიათზე ვდგები. ფრენბურთი ჩემი ნაწილია!

- გარდა ვარჯიშისა, რა უნდა გააკეთოს სპორტსმენმა, წარმატებას რომ მიაღწიოს?

- პირველ რიგში, სიყვარულია - მხოლოდ ნიჭითა და ვარჯიშით დიდ მწვერვალებს ვერ დაიპყრობ. ადამიანი რომ გიყვარს, ხომ გინდა, მის გვერდით იყო - ასეა სპორტიც. თუ არ გიყვარს, წარმატებული ვერ იქნები; თუმცა გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს.

- და აქვს ფრენბურთს ეს ხელშეწყობა?

- სამწუხაროდ, ნაკლებად... გარკვეული მიზეზებია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ წინა წლებთან შედარებით, მაინც ბევრი რამ შეიცვალა. ბავშვობაში ბურთს ვკერავდით... ჩვენმა მწვრთნელმა ბურთი რომ ვერ იშოვა, ქუთაისიდან ხელბურთის ბურთები ჩამოიტანა და იმით ვვარჯიშობდით. პირველად რომ ვნახე კარგი ბურთი, ვერ წარმომედგინა, ხელი როგორ უნდა დამერტყა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება