სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებელი უნდა ატარებდეს გაკვეთილს თანამედროვე ხედვითა და მიდგომებით“ - ეთერ ვერულიძე, მუხაესტატეს საჯარო სკოლის პედაგოგი
21-12-2020
-
+


ეთერ ვერულიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მუხაესტატეს საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ და მიუხედავად იმისა, აჭარის რეგიონი პირველი იყო, სადაც ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო, პედაგოგიური კოლექტივიც და მოსწავლეებიც მომზადებულები შეხვდნენ ონლაინ-რეჟიმს. ქალბატონი ეთერი ახლა უკვე თამამად ამბობს, რომ მრავალი წინააღმდეგობა დაძლეულია, მუხაესტატეს საჯარო სკოლაში დისტანციური სასწავლო პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს. etaloni.ge- იმაზე ესაუბრება, როგორ ართმევენ თავს მოსწავლე-მასწავლებლები პანდემიურ რეალობას, როგორ ენატრებათ ერთმანეთი და როგორ უნდათ, მალე დაუბრუნდნენ სკოლას.

- ქალბატონო ეთერ, როგორ უმკლავდებით დისტანციური სწავლების თავისებურებებს?

- სასწავლო წლის დასაწყისში, ცოტა მაინც გაგვიჭირდა, თუმცა ახლა ყველაფერი დავარეგულირეთ, სასწავლო პროცესი ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს და მალე პირველი სემესტრიც მიილევა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ სწავლის ხარისხით?

- ხარისხი ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც სკოლაში სწავლებისას; არ არის განვითარებული ის დონე, რასაც საჭიროება მოითხოვს.

- ფიქრობთ, .. ჩავარდნილი პერიოდის ანაზღაურებას შეძლებთ?

- გაგვიჭირდება, ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ჩვენ არაფერი უნდა მოვაკლოთ  მოსწავლეებს და ვეცადოთ მაქსიმალურს. მე გეოგრაფიას ვასწავლი და ყველაფერს გავაკეთებ, ბავშვები არ ჩამორჩნენ.

- უყვართ თქვენი საგანი?

- ვფიქრობ, ასეა... ყოველ შემთხვევაში, არ მქონია შემთხვევა, კონფლიქტური სიტუაცია შემქმნოდა. მათგან ვგრძნობ სიყვარულსა და პატივისცემას, ასე რომ, ვფიქრობ, საგანიც და მასწავლებელიც ძალიან უყვართ.

- როგორ მოახერხეთ ეს?

- ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით - ყველა მასწავლებელს თავის მეთოდი აქვს; მე კი მიყვარს ურთიერთობა ბავშვებთან და წლების განმავლობაში არ დამჭირვებია ხმამაღალი სიტყვის წარმოთქმა. ჩემთვის ბავშვებთან კომუნიკაცია უმთავრესია და ასევე მნიშვნელოვანია, დროს ფეხი ავუწყოთ. ასაკი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ერთს გეტყვით - თუ მოსაწყენი გახდება ჩემი გაკვეთილი მოსწავლისთვის, ერთი წუთითაც არ ვიფიქრებ სკოლაში წასვლას. საბედნიეროდ, ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.

- ესე იგი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაც მოგწონთ.

- სქემა კარგია, რადგან მიმაჩნია, რომ მასწავლებელი უნდა ვითარდებოდეს, პროფესიულ ზრდაზე უნდა ფიქრობდეს, ცდილობდეს, შეიძინოს უნარები, რასაც თანამედროვე რეალობა მოითხოვს და ბავშვებსაც შესძინოს ახალი უნარები. მასწავლებელი უნდა ატარებდეს გაკვეთილს თანამედროვე ხედვითა და მიდგომებით, ამისთვის კი კომპეტენციის ამაღლება აუცილებელია.

- რთულია, მასწავლებლობა, ქალბატონო ეთერ?

- იოლი არ არის, თუმცა უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, ვიდრე რთულია. 23 წელი ვიმუშავე საბავშვო ბაგა-ბაღის გამგედ, შემდეგ სკოლაში შეთავსებით ვმუშაობდი, მოგვიანებით, ვიყავი დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, დირექტორის მოვალეობასაც ვასრულებდი... ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია.

- ბაღი უფრო გიყვართ თუ სკოლა?

- მოღვაწეობა ბაღში დავიწყე და ეს სიყვარული არასოდეს დამავიწყდება; იქ დიდი გამოცდილება მივიღე, რაც სკოლაში ძალიან გამომადგა. სკოლაში კი 90-იან წლებში დავიწყე მუშაობა.

- იმ პერიოდში პედაგოგები რთულ მდგომარეობაში იყვნენ, როგორ მოახერხეთ პროფესიის ერთგულება?

- არასოდეს მიფიქრია ხელფასზე და არ მქონია ისეთი წუთიც კი, ხელფასზე ვყოფილიყავი ორიენტირებული; გასაგებია, ხელფასი საჭიროა ოჯახისთვის, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ჩემი მოსწავლეებისთვის ხელი დამეკლო. პედაგოგობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მასწავლებელი მიყვარდა... ამ სიყვარულმა განაპირობა ჩემი საბოლოო არჩევანი და არც ერთი წუთით არ მინანია ეს გადაწყვეტილება.

- როგორ ფიქრობთ, დღეს დაფასებულია პედაგოგი?

- უდავოდ, მეტი ყურადღება გამახვილდა პედაგოგებზე და მიხარია, შეიძლება მართლაც დაინახეს, რომ მასწავლებელს დაფასება სჭირდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება