მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობის წევრები კითხვებით მიმართავენ. ერთ-ერთი კითხვა ჩხენკელს ცნობილმა პიანისტმა და უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემაც დაუსვა და რა თქმა უნდა, მუსიკის შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ სკოლებში მუსიკალური აღზრდის შესვლის ინიციატივა დააყენა და დაინტერესდა რას გეგმავს სამინისტროს სკოლაში მუსიკალური განათლების დანერგვის მიმართულებით.
"თუ არის რაიმე ბერკეტი ან გათვალისწინებული, ან ნაფიქრი ან თუ შეიძლება რომ ვიფიქროთ სკოლაში მუსიკალური განათლების შეტანის კუთხით. საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. საპორტეპიანო დარგში რესურსები არის ძალიან ბევრი და დაინტერესება. ასევე, მევიოლინეებიც არიან და ა.შ. როგორ შეიძლება სკოლებში მუსიკალური განათლების გადახედვა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება? თუ არის ჩანიშნული ეს საკითხი? თუ იცით ამის შესახებ და თუ არის რაიმე ბერკეტები იმისა, რომ ეს გაკეთდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სწორედ ახალგაზრდებისა და მომავალი თაობისთვის. რადგან მძიმე პრობლემებია როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიონალური. ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამოვლენას და თვითგანვითარებას. მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა. როგორც ამბობდნენ სწორედ ფიზიკური აღზრდა უნდა შემოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც