მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როდის დაბრუნდებიან სკოლაში და უნივერსიტეტებში მოსწავლეები და სტუდენტები? - ამ კითხვაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას უპასუხა.
„ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე და როგორც კი ჯანდაცვის სფერო მწვანე შუქს აგვინთებს, რომ ეს უსაფრთხო იქნება მობილობის თვალსაზრისით, მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები - აუდიტორიებში.
ჩემი ღრმა რწმენით, რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური სწავლება, ვერანაირად ვერაფერი ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, ამას გეუბნებით, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი. კარგად ვიცი, რომ იმ პედაგოგიურ ენერგიას, რომელიც სუფევს აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში, ვერაფერი ჩაანაცვლებს. საკლასო ოთახები და აუდიტორიები არის ბუნებრივი გარემო, სადაც სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს, შესაბამისად, როგორ კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეები და სტუდენტები დაუბრუნდებიან სკოლასა და უნივერსიტეტებს,“-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში