სიახლეები
ეტალონი

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონში'' ჩართულ პედაგოგებს კრედიტქულები მიენიჭებათ
03-11-2017
-
+


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული სკოლების და პედაგოგების საყურადღებოდ!

როგორც მოგეხსენებათ, კომპანია „ეტალონი-მედია“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ საქართველოს ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩართულ პედაგოგებს საშუალება ეძლევათ, მოიპოვონ კრედიტქულა „კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებისათვის მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება“ აქტივობის ფარგლებში.

ამისათვის საჭიროა, ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულმა პედაგოგებმა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ 2017 წლის 21 მარტს N56 ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტის „მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები“ მიხედვით, სადაც გაწერილია შესაბამისი პროცედურები და კრიტერიუმები.

აქვე მოგახსენებთ, რომ

1) კრედიტქულის მოპოვების საშუალება ეძლევა ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულ ნებისმიერ პედაგოგს, მიუხედავად მოსწავლის მიერ კონკურსზე მიღებული შედეგისა, ანუ ინტელექტ-ჩემპიონატში მიღწეული შედეგი არ აისახება მასწავლებლის შეფასებაზე;

2) მასწავლებელმა შეფასების ჯგუფს დადგენილი წესის თანახმად უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

- ღონისძიებაში მოსწავლეთა მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის (სერტიფიკატის, სიგელის, დიპლომის) ან ცნობის დასკანერებული ასლი

- კონკურსისთვის მოსამზადებლად ცალკეულ მოსწავლესთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა;

- მასწავლებლის რეფლექსია.

შენიშვნა: ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცემათ: სერტიფიკატები (მათ, ვინც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე წარმატებით გადალახა მინიმალური ზღვარი), სიგელები (ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გადასულ ყველა მოსწავლეს) და დიპლომები (ჩემპიონატის მეორე ეტაპზე პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს). საჭიროების შემთხვევაში, „ეტალონის“ საორგანიზაციო ჯგუფი  მზად არის კრედიტქულების მოპოვებით დაინტერესებულ პედაგოგებს მიაწოდოს ჩემპიონატში მათი მოსწავლის/მოსწავლეების მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი განიხილავს მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრედიტქულის მინიჭების შესახებ;

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზირებულ ინსტრუმენტებს“ (გვ. 21, პუნქტი 6); სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.tpdc.ge) გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტაცია/ინსტრუქციებს, ასევე იხილოთ შესაბამისი ვიდეო-ინსტრუქცია (კონკურსებისათვის და სხვა აქტივობებისთვის მოსწავლის მომზადება)

იხილეთ თანდართული დოკუმენტები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება