მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სამი სკოლის: განახლების, კორტოხისა და საციხურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთ წარმომადგენლებთან ერთად თემაზე - „ჩვენ და პანდემია“ ონლაინ (teams პლატფორმით ) შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო ბავშვებს პანდემიის დროს გაჩენილი პრობლემების, განცდების, ადამიანური თანადგომის, ვირუსის წარმოშობის შესახებ ესაუბრათ.
„როგორც დაანონსებული იყო 17 დეკემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სამი სკოლის: განახლების, კორტოხისა და საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ წარმომადგენლებთან ერთად ონლაინ ( teamsპლატფორმით ) შეხვედრა გამართეს თემაზე: „ჩვენ და პანდემია“. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები: ქალბატონი ლიანა ბოლქვაძე, ბატონი არჩილ პაქსაძე და ბატონი ფირუზ ვაშაყმაძე. შეხვედრის მიზანი იყო ბავშვებს პანდემიის დროს გაჩენილი პრობლემების, განცდების, ადამიანური თანადგომის, ვირუსის წარმოშობის შესახებ ესაუბრათ. გამომსვლელებმა წარადგინეს ნახატები, ჩანახატები, სლაიდები. შეხვედრა მეტად ემოციურ ფონზე წარიმართა. ბავშვებმა საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს. განახლების საჯარო სკოლიდან: ლანა ოჯახიშვილმა, ნია ადეიშვილმა, სანდრო კოჩალიძემ, ელისო და ელენე კოჩალიძეებმა, ლინდა ცეცხლაძემ, ლუკა ხოზრევანიძემ და ქეთევან ოჯახიშვილმა, საციხურის სკოლიდან: ნინო მარკოიძემ, დიანა ქარცივაძემ, მარიკა შავაძემ და კორტოხის საჯარო სკოლიდან: მირზა ბოლქვაძემ და სალომე პაქსაძემ.
გაიმართა დიალოგი პედაგოგებს შორის. მათ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაზედაც პანდემიის დროს მოუწიათ გამკლავება.
შეხვედრაზე სტუმრად იმყოფებოდა ხულოს ბიბლიოთეკის გამგე ქალბატონი ლია ბოლქვაძე ასევე, ღონისძიებას ესწრებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბატონი ედუარდ მიქელაძე.
მან საინტერესო ინფორმაცია გადასცა ბავშვებს, რომ უახლოეს დროში აჭარაში სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს, პლანშეტები გადაეცემათ.
ღონისძიების ორგანიზატორებმა: გულნარა მუშარბაძემ, დარიკო მელაძემ და მარინა პაქსაძემ მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას.
დასასრულს განახლების საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ მონაწილე ბავშვებს სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება