სიახლეები
სიახლეები

რა შეიცვლება განათლებაში 4 წლის განმავლობაში? - მთავრობის გეგმა
23-12-2020
-
+


საქართველოს პარლამენტს 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამა უკვე წარედგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

განათლების რეფორმა მოითხოვს სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას, რაც გულისხმობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებების ჩათვლით ერთიან მიდგომას, რათა რეფორმის შედეგი იყოს ეფექტიანი და ხელშესახები. შესაბამისად, საქართველოს განათლების რეფორმა არის ყოვლისმომცველი და მოიცავს განათლების სისტემის ყველა საფეხურს“ - ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც შემდეგ უკვე ცალკეა გამოყოფილი განათლების თითოეული საფეხური: 

ადრეული და სკოლამდელი განათლება 

სკოლამდელი განათლების მიმართულებით, შენარჩუნებული იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება კვლავაც იქნება უფასო. განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების მომსახურების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ასევე ხელი შეეწყობა სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას. არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რაიონში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს ზოგადი განათლების საფეხურზე და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას. შეიქმნება 1-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა. გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასრულდება 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების დაფუძნება.

ზოგადი განათლება 

მთავრობის პრიორიტეტი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში: 

 მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება. 

 დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. 

 შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები.

 გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების 40 სამთავრობო პროგრამა 2021-2024 შექმნა და განვითარება, გადამუშავდება საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა; დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; დაიწყება ელექტრონული რესურსების განვითარება.

 კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, მასწავლებლები გაივლიან მომზადებას შესაბამის საკითხებში. 

 გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით. 

 მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების კომპონენტები სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

 ფართო მასშტაბით დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებში. 

 განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის პოლიტიკა, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი. 

 დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი; ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. 

 სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შეიქმნება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა, განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების, ასევე უსაფრთხოების დაცვაზე უფლებამოსილი პირების გადამზადების პროგრამები. 

 შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.

 ეტაპობრივად დაიხვეწება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგია. 

 გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. 2021 წელს გაგრძელდება სრულად ადაპტირებული 57 ახალი სკოლის მშენებლობა და 91 ავარიული საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია, სსსმ მოსწავლეებისათვის საჭირო გარემოს შექმნის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2021 − 2024 წლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის, 2021-2022 წლებში დასრულდება 47 სკოლის მშენებლობა და 80 სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია. 

უმაღლესი განათლება 

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება: 

 გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება.

 შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას. 

 განხორციელდება ხარისხის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები. 

 შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია. 

 სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას. 

 გაგრძელდება პროგრამა − „ვისწავლოთ საქართველში“. 

 ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, გაგრძელდება სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის, გაგრძელდება მსჯავრდადებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებები. 

 საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც, გარდა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, საქართველოს გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე. 

 გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.

პროფესიული განათლება 

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება პროფესიული განათლების განვითარება, როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამ მიზნით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 

 გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი. 

 შემუშავდება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების 2021 და შემდგომი წლების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები. 

 საჯარო-კერძო პარტნიორობით დაინერგება პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი; დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის როლი იქნება გადამწყვეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და განხორციელების პროცესში.

 გაიზრდება პროფესიული საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამების ხელმისაწვდომობა, შემუშავდება პროფესიული განათლების მიღმა მყოფი მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიკაციისა და პროფესიულ განათლებაში ჩართვის მექანიზმები.

დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი.

 ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შედეგებზე ორიენტირებული შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი. 

 პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი; დაინერგება კრედიტების ახალი, ევროპული სისტემა და კერძო სექტორის მიერ/მონაწილეობით პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების მოდელი. 

 გაიზრდება დუალური და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი; განისაზღვრება მოკლე ციკლის პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო, დაიწყება მათი დანერგვა და სტუდენტთა მიღება პროგრამებზე; გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები. 

 დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარება და გაფართოვდება აღიარების მასშტაბები. 

 პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, შეიქმნება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად და ინგლისური ენის სწავლების გასაძლიერებლად. 

 დაინერგება პროფესიული განათლების მართვის ელექტრონული სისტემა; შეიქმნება პროფესიული განათლების ახალი პორტალი. 

 ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა, 2 სტუდენტური საცხოვრებლის განვითარება, 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სრული რეაბილიტაცია. საჭიროების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი პროფესიული სასწავლებლების დაფუძნება. განხორციელდება ღონისძიებები არსებული გეოგრაფიული ქსელის საჯარო-კერძო ფორმატში გაფართოების მიზნით; სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაძლიერდება პროფესიული განათლების მიწოდება.

ამასთან, განიხილება კულტურისა და სპორტის მიმართულების ცალკე ინსტიტუციურ ერთეულად გამოყოფა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

„გოზინაყს ბებო აკეთებს და ძალიან გვიყვარს, თან ახალი წლის სუფრაზე გასატანად თეფშზე ლამაზად მორთავს ხოლმე და მე და ჩემი ძმა ჩუმად ვიპარავთ“ 


წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობას ვუხდით რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ მაიკო ცქიტიშვილს“

სემესტრის მიწურულს, სკოლაში მეცხრეკლასელი გოგა ბაღათურიას გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო

საინტერესო

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

„გოზინაყს ბებო აკეთებს და ძალიან გვიყვარს, თან ახალი წლის სუფრაზე გასატანად თეფშზე ლამაზად მორთავს ხოლმე და მე და ჩემი ძმა ჩუმად ვიპარავთ“ 


წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

სიახლეები
საზოგადოება