მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე როზა მკრტჩიანი მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნდა.
როზა მკრტჩიანი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ჯავახეთს დაუბრუნდა და ცდილობს მას მოახმაროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება.
ახალგაზრდა მასწავლებელმა ზაკის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო და პროფესიული წინსვლაც მაშინვე დაისახა მიზნად.
ვინაიდან როზას დიპლომში უკვე ეწერა პროფესია მასწავლებელი, არსებული წესის მიხედვით წინსვლისთვის მხოლოდ საგნორივი გამოცდაში მაქსიმალური 10 ქულის მიღება სჭირდებოდა, რაც უპრობლემოდ შეძლო.
გამოცდის ჩაბარების შემდეგ როზამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
როზა სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის და სწავლის სურვილის გასაღვივებლად ის საკუთარ თავზეც ძალიან ბევრს მუშაობს: არჩევს საინტერესო აქტივობებს, ამზადებს სასწავლო რესურსებს. დაინტერესებულია სახელმწიფო ენის საფუძვლიანი შესწავლით, გაიარა ჟვანიას სკოლის ქართული ენისკურსები, მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და ესწრება ტრენინგებს.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში როზა წარმატებით უძღვება დისტანციურ სწავლებას. ზაკის საჯარო სკოლა ულოცავს როზა მკრტჩიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება