სიახლეები
სიახლეები

„განათლების რეფორმა უკიდურესად გრძელვადიანია და პირველად შედეგებს 3-5 წლის შემდეგ დავინახავთ“ - გახარია
23-12-2020
-
+


დღეს, მე-10 მოწვევის პარლამეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მოუსმინეს, რის შემდგომაც მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შალვა პაპუაშვილის კითხვაზე: რა რეფორმები განხორციელდება განათლების სფეროში მომდევნო 4 წლის განმავლობაში? - გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები უკიდურესად გრძელვადიანია და მისი პირველადი შედეგების დანახვა მხოლოდ სამი, ხუთი წლის შემდგომ არის შესაძლებელი.

გახარიამ კონკრეტულ რეფორმებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ყურადღება გაამახვილა, რომ განათლების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკურ განვითარებაზე და რომ მხოლოდ ხარისხიანი განათლება მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროატლანტიკურ სივრცეში.

„განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო. განათლება მოიცავს ბევრ მიმართულებას და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორ შეიძლება ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი თუ განათლების სისტემა არ არის მზად, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს? - მარტივი ამოცანაა.

ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, სრულად ვიაზრებთ სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას: იზრუნოს პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს სჭირდება, მეორეს მხრივ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, სხვა მოქალაქეებს შეუქმნას ყველანაირი პირობა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად.

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ადამიანური კაპიტალი იყოს კონკურენტუნარიანი იმ განზომილებაში საითაც მივისწრაფით, ვგულისხმობ, ევროატლანტიკურ მიმართულებას. ამის გაკეთება პირველ რიგში ხარისხიან განათლებაზე წვდომით შეიძლება. თუმცა, როცა განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის 2-3 წლიანი რეფორმა. ეს არის უკიდურესაც გრძელვადიანი რეფორმა, რომელის პირველ ხელშესახებ შედეგს ჩვენ 3-5 წლის შემდგომ ვნახავთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე ისაუბრა:

საშუალო განათლება არის ფუნდამენტი, სადაც რეფორმირების მნიშვნელობა მთავრობისა და სახელმწიფოს მიერ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – დაწყებული მასწავლებლიდან დამთავრებული ინფრასტრუქტურით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით და ასე შემდეგ. შემდეგია, პროფესიული განათლება – აქ უნდა გავხსნათ კარები და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების გამოცდილება. ძირითადი მიზანი მარტივი უნდა იყოს: ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების მაქსიმალური თანხვედრა. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას - უმაღლეს განათლებაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება განათლების ევროპულ სისტემასთან, ეს მოგვცემს პირველ რიგში რესურსების ეკონომიის და მეორე რიგში სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

იხილეთ ასევე: „სანამ ანაზღაურება ღირსეული გახდება, კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება“ - პედაგოგებზე პრემიერობის კანდიდატმა ისაუბრა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება