მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლაში პროექტის „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ კვირეული ჩატარდა.
მოსწავლეებმა გამოიყენეს წიგნები ბულინგთან დაკავშირებით, გამოიყენეს რესურსები, როგორ ვებრძოლოთ ბულინგს, რა არის ბულინგი, ბულინგის ფორმები, ასევე გააკეთეს ჩანახატები ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, შექმნეს ბუკლეტები, პოსტერები სათაურით „ჩვენ ერთად დავამარცხებთ ძალადობას!“ გარდა ამისა, ბავშვებმა იმუშავეს თემაზე: „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“
„მოეწყო ონლაინ კონკურსი, სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებული კონკურსანტი, ავტორი მე-12 კლასის მოსწავლე ვაფა ფაშაევა, პედაგოგი ნინო ლომსაძე, ხოლო მე-9 კლასის მოსწავლეებთან ლელა წიკლაური.
სკოლა აქტიურადაა ჩართული პროექტში „კინო სკოლაში“, რომლის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება. გაიმართა ფილმების ჩვენება დისკუსიები ონლაინ პლატფორმაზე. მონაწილეებმა გადაიღეს 30-მდე ფილმი, დახატეს 100-ზე მეტი აფიშა. სკოლის მოსწავლეებთან კინოსპეციალისტმა ოლნაინ ფორმატით გამართა 16 აქტივობა. იგი აერთიანებს თემებს: კადრის შექმნა, კადრსმიღმა მოქმედება, მონტაჟი, პარალალური მოქმედება, ხმა, პერსონაჟის შექმნა და პროპაგანდა კინოში. აქტივობის ხანგრძლივობა 1 საათი პედაგოგი ელნურ ვალიევი აქტიურადაა ჩართული მოსწავლეებთან ერთად ამ პროექტში.
ვულოცავ ყველა ჩემს პედაგოგს დამდეგ შობა- ახალ წელს მიუხედავად რთული პერიოდისა, პანდემიის პირობებში ყველა მასწავლებელი აქტიურად ატარებდა ონლაინ გაკვეთილებს. მათ გამოვლინეს პროფესიონალიზმი საკუთარი საგნის მიმართ და დიდი სიყვარული მოსწავლეების მიმართ. ვიმედოვნებ, მალე დამთავრდება ეს პანდემია და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ სწავლას საყვარელ სკოლაში ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი მაია ისიანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება