სიახლეები
სიახლეები

„აბა, დავაანონსოთ - ხვალ ვატარებთ გამოცდას! ჩაიჭრება ნახევარზე მეტი და იტყვიან, ჩაგვჭრესო“​ - ბერიკა შუკაკიძე გამოცდების გადავადებაზე
24-12-2020
-
+


2020 წელს დაანონსებული გამოცდა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, არ ჩატარდა; წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს არ მოსწონთ, რომ წელი დაკარგეს და პანდემიის ფონზე, ჯერჯერობით, ისიც გაურკვეველია რა მოხდება 2021 წელს - ჩატარდება თუ არა გამოცდები, რათა პედაგოგებმა კომპეტენციის დადასტურება შეძლონ?

ამ კითხვით მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს მივმართეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ 2021 წელს მასწავლებლებისთვის გამოცდები ჩატარდება და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ამის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია:

- მასწავლებლებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან და ამბობენ - წელი გაგვაცდენინეს, გამოცდა არ ჩაგვიტარესო, მინდა ვუთხრა - ეს გამოცდა მეხუთე კლასში მოსამზადებელი ქვიზი არაა და ამისთვის ლიტერატურა უნდა მომზადდეს. ახლა რომ გამოცდა ჩავუტაროთ ამ ხალხს, რას იტყვიან, იცით? - ლიტერატურა არ მოგვაწოდეს, არ გადაგვამზადეს და პირდაპირ გამოცდაზე გაგვიყვანეს, ესე იგი, გამოჭერა უნდოდათ ჩვენიო; ამიტომ, მოდი, მივყვეთ პროცესს ნორმალურად:

მასწავლებლის სახლმა გადავეცით მასწავლებლის ახალი სტანდარტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ეროვნული სასწავლო გეგმის ცენტრი, ახალი სკოლის ფარგლებში, ლიტერატურასა და მოთხოვნებს გადასცემს მათ და ამ მოთხოვნების ბაზაზე, ისინი შექმნიან ტესტს, მოიძიებენ ლიტერატურას, რომელიც მიეცემათ მასწავლებლებს, რათა მოემზადონ და ჩააბარონ. აბა, როგორ შეიძლება დავაანონსოთ - ხვალ ვატარებთ გამოცდას!  ჩაიჭრება ნახევარზე მეტი და იტყვიან, ჩაგვჭრესო. ესაა პროცესი, რომელსაც სჭირდება სტანდარტი, ასევე ის, თუ  რა მოთხოვნები აქვს სამინისტროს მასწავლებლის მიმართ; ამის მიხედვით მომზადდება ლიტერატურა, შეიქნება ტესტი და მასწავლებლებსაც დავურიგებთ  ლიტერატურას, რათა მომზადება შეძლონ.

- რომ დავაზუსტოთ - 2021 წელს მასწავლებლებისთვის გამოცდები ნამდვილად ჩატარდება ხომ?

- ნაეკი მუშაობს უკვე ამაზე და მინდა, მადლობა ვუთხრა, რადგან სისტემის საამაყო წევრია. ჩვენ შორის გამოცდის ჩატარების თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვერ გეტვით კონკრეტულ ვადას, რადგან ნაეკმა უნდა გადაწყვიტოს, როდის დაინიშნება გამოცდები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება