მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო სისტემაში ბოლო 20 წელში ბევრნაირი ცვლილება მოხდა. სკოლაში სწავლა 11-ის ნაცვლად 12-წლიანი გახდა, დამამთავრებელი კლასებისთვის შემოიღეს გამოცდები, რომელიც რამდენიმე წელში არასაჭიროდ მიიჩნიეს და 2019 წელს გაუქმდა. დამკვიდრდა ეროვნული გამოცდები და შეიცვალა უნივერსიტეტებში ჩარიცხვის წესი და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მასწავლებელთა მიდგომებია, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება გასული წლების სწავლების მეთოდებისგან.
ძველ თაობას კარგად ახსოვს, როგორი იყო სწავლება სკოლაში ადრე. თუ წლების წინ პედაგოგს უფლება ჰქონდა, დასჯის მიზნით, მოსწავლისთვის თმა მოექაჩა, ეჩქმიტა, კუთხეში დაეყენებინა, დღეს ასეთი ქცევისთვის მასწავლებელს სამსახურიდან უშვებენ. ეს ძალადობის ფორმებია და მოძალადე მასწავლებლის ადგილი კი სკოლაში არ არის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვთა უფლებები, იმდენადაც კი, რომ მოსწავლეებმა ამით მანიპულირება დაიწყეს და ხშირად მასწავლებელი გამხდარა „მსხვერპლი“.
როგორ შეიცვალა სასკოლო სწავლება დროთა განმავლობაში? მოდით, შევადაროთ თანამედროვე სწავლება 20 წლის წინანდელს.
სწავლების მეთოდები მუდმივად იცვლება და რა შედეგს მოიტანს სკოლაში ლოიალურ მიდგომები ან წლების შემდეგ როგორ შეიცვლება მასწავლებელთა როლი ან მასწავლებლებისადმი დამოკიდებულება, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
თქვენ რა მოგწონდათ ძველი სტილით სწავლებაში ან რას შეცვლიდით თანამედროვე მიდგომებში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.