მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სკოლის დირექტორს, რევაზ გორაძეს იუბილეს ულოცავენ.
რევაზ გორაძეს 2020 წლის 28 დეკემბერს უსრულდება დაბადებიდან 70, ხოლო პედაგოგიური მოღვაწეობის 48 წელი. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლის პედაგოგები მისალოც წერილს ავრცელებენ.
„რევაზ გორაძე 70
მოკლე ბიოგრაფია
თითქოს გუშინ იყო პირველად, რომ შევიდა კლასში პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად, არადა თითქმის ხუთი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ.
საგნის ღრმა ცოდნა, პროფესიის სიყვარული და შრომის მოყვარეობა გახდა საფუძველი იმ წარმატებებისა, რასაც მიაღწია ცხოვრებაში. მოღვაწეობის პერიოდში იყო ხელვაჩაურის რაიონის ფიზიკის მასწავლებელთა მეთოდური გაერთიანების ხელმძღვანელი. მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლისა და ლაურეატი მასწავლებლის წოდება. ამჟამად არის სერტიფიცირებული მასწავლებელი. ახალშენის საშუალო სკოლაში მისი აქტიურობით შეიქმნა კეთილმოწყობილი ფიზიკის კაბინეტი, რომელიც სისტემატიურად მასპინძლობდა რაიონის ფიზიკის მასწავლებელთა ტრენინგებს, რომელსაც თვითონ უძღვებოდა. ჩართული იყო მასწავლებელთა პედკითხვებში, მასალებს აქვეყნებდა ჟურნალში: „ფიზიკა სკოლაში“.
1981 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ სასკოლო აღმზრდელობით დარგში, შემდეგ სასწავლო სააღმზრდელო დარგში. 2005 წლიდან კი არის სსიპ სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის არჩეული დირექტორი ორი ვადით.
დირექტორად მუშაობის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა მენეჯერმა. ამ პერიოდში გაძლიერდა სკოლის ინფრასტრუქტურა, განახლდა ან თავიდან შეიქმნა სკოლის სასწავლო კაბინეტები თითქმის ყველა საგანში. გამდიდრდა სკოლის ბიბლიოთეკა მხატვრული და სხვადასხვა მეთოდური ლიტერატურით, რომელთა რაოდენობა 14 ათასს აღწევს. სრულად განახლდა სააქტო და სპორტული დარბაზები. სურვილი აქვს მომავალში შექმნას მოსწავლეთა თეატრი, ამჟამად ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი.
სისტემატურად ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიული ზრდისათვის. სკოლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი აქტიურად სწავლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლამ აქტიურად აუწყო ფეხი დისტანციური სწავლების პროცესებს.
განათლების სისტემაში მოღვაწეობის პარალელურად ბატონი რევაზი აქტიურად იყო ჩართული სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო სოფ. ახალშენის კულტურის სახლთან არსებული სახალხო თეატრის მსახიობი, ფოლკლორული ანსამბლის წევრი. აქტიურად ერთვებოდა რესურსცენტრის მიერ მოწყობის სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში. 2006-2009 წლებში იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქტიური წევრი.
ბატონ რევაზ გორაძეს 2020 წლის 28 დეკემბერს უსრულდება დაბადებიდან 70, ხოლო პედაგოგიური მოღვაწეობის 48 წელი. ახალშენის N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი უსურვებს ბატონ რ. გორაძეს ჯანმრთელობას და წარმატებებს. ის ჯერ კიდევ მხნედ აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას. გვინდა, რომ დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით და მტკიცედ ეტარებინოს მასწავლებელთა მასწავლებლის სახელი“- ნათქვამია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება