სიახლეები
სიახლეები

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებმა ფიცის დადების რიტუალი ჩაატარეს
10-10-2016
-
+


ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში, პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მეცხრე სიმბოლური რიტუალი გაიმართა.
 
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებმა საზეიმოდ დადეს ფიცი. 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-იან წლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი. 2008 წელს კი კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით თეატრალური „ნათლობის“ რიტუალი აღდგა. 

ცერემონიაზე სტუდენტებმა დადეს ფიცი, რომ ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს და, როგორც პროფესიონალები, დაიცავენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს. 

ფიცის ტექსტი სტუდენტებმა და უფროსი თაობის მსახიობებმა ერთხმად წაიკითხეს.

ცერემონიას დაესწრნენ თეატრალური სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, სტუდენტები კი მათგან რჩევებს და მილოცვას იღებდნენ. 

თეატრალურ სამყაროში მოღვაწეობის დაწყება ახალბედა მსახიობებს ცნობილი და ყველასათვის საყვარელმა მსახიობებმა სიმბოლურად, სახეზე გრიმის ცხებით მიულოცეს.

ნათლობის ღონისძიებაზე სტუდენტებმა ასევე წარმოადგინეს ეტიუდები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება