მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია 2020 წელს აჯამებს. მიუხედავად პანდემიური რთული ვითარებისა, მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. მასწავლებლები კი პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავდნენ.
„სორმონის საჯარო სკოლისათვის 2020 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, ერთმა პედადგოგმა მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, სამმა პედაგოგმა კი წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება, სკოლაში ასევე გვყავს მაძიებელი მასწავლებელი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა და დადებითად შეუფასდა პრაქტიკული კურსი, პედაგოგი წარდგენილია უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად.
ეპიდვითერების მიუხედავად 16 სექტემბრის შემდეგ სწავლა მიმდინარეობს საკლასო ოთახებში, სრულად ვიცავთ სამინისტროს მიერ გაცემულ რეგულაციებს,
პანდეემიის პირობებშიც შესაბამისი რეგულაცით სკოლაში განხორცეილდა პროექტი „არა ძალადობას“, მოსწავლეებმა შესაბამის თემაზე შექმნეს ნამუშევრები.
პანდემიის გამო ვერ ვახერხებთ საახალწლო ღონისძიების ჩატარებას, ამიტომ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მცირედით მაინც შეიქმნას სკოლაში საახალწლო განწყობა, ამიტომ გადაწყვიტეს შეექმნათ საახალწლო თემაზე ნამუშევრები, რომლებიც განთავსებულია სკოლის ფოიეში.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი აღსაზრდელებით, გვსურს, მივულოცოთ სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი. მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ერთმანეთის პატივისცემის მომცემი ყოფილიყოს 2021 წელი“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება