მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა ვაჩუქოთ მასწავლებელს საახალწლოდ?
გაკვეთილი საჩუქრად - რატომაც არა? წინ ხომ დასვენების დღეებია, რომელიც შეუძლია მასწავლებელს საკუთარ ჰობის დაუთმოს. გაარკვიეთ, საყვარელი მასწავლებლის ინტერესების სფერო, რა უყვარს და რით შეიძლება დაკავდეს თავისუფალ დროს. მაგალითად, იაპონური ან ესპანური ენის შესწავლა სურს, შესაძლოა სპორტული ცხოვრების წესს მისდევს და ტანვარჯიშის ან იოგას კურსებმა გაახაროს. ლექციები სამეცნიერო აღმოჩენებზე, საავტომობილო ინდუსტრიაზე, თუნდაც თევზაობის შესახებ - მთავარია მასწავლებლის ინტერესები ვიცოდეთ და მისთვის საუკეთესო საჩუქარს მარტივად შევარჩევთ. ამასთან, დღეს ასეთი კურსები ონლაინ ფორმატით ტარდება, ამიტომ პანდემიის პირობებში მასში მონაწილეობის მიღება პედაგოგს დისტანციურად შეუძლია.
ონლაინ სერვისის გამოწერა თანამედროვე მასწავლებლისთვის კარგი საჩუქარია. შესაძლებელია მისთვის ინტერნეტ-კინოთეატრის ან ელექტრონული ბიბლიოთეკის მომსახურების გამოწერა.
საჩუქარი შესაძლოა იყოს საოცნებო ექსკურსია. ასეთი ექსკურსია შეიძლება იყოს ვირტუალური, მიმართულებების არჩევანი მრავალფეროვანია. გარდა ამისა, დღეს ადამიანები მთელ მსოფლიოში ვირტუალურად ესწრებიან კლასიკური და თანამედროვე შემსრულებლების კონცერტებს. შეარჩიეთ პედაგოგისთვის მისი საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობის ონლაინ ფესტივალი.
საჩუქარი საკუთარი ხელით
თავად მასწავლებლები აღიარებენ, რომ არაფერია იმაზე ფასეული, რაშიც მოსწავლეებმა საკუთარი შრომა ჩადეს, ასე რომ საჩუქრის შერჩევისას, ეს მოცემულობა გაითვალისწინეთ.
მაგალითად, შეგიძლიათ თანაკლასელებთან ერთად სახუმარო შინაარსის მცირე სპექტაკლი დადგათ, გადაიღოთ და მასწავლებელს გაუზიაროთ ან მისთვის სიმღერა ჩაწეროთ.
ასევე კარგი საჩუქარია მისთვის საახალწლო სიმღერების ნაკრების მომზადება, რომელიც მას სახლში გატარებულ სადღესასწაულო დღეებს გაულამაზებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება