მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწასვლო წლის 1 მარტიდან წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დისტანციურად მიმდინარეობდა კონკურსი: „სხვა სამყარო ჩემი“, სადაც 4 ნომინაცია: „აქტიური მკითხველი“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ნიჭიერი ხელოვანი“ და „ნიჭიერი დეკლამატორი“ იყო დაწესებული.
„კონკურსი დაიწო პანდემიის პირობებში, როცა ყველა ბავშვი ეპიდსიტუაციის გამო სახლში იყო იზოლირებული. სკოლამ გადაწყვიტა, რომ ყველა ბავშვი თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით და ჰობით ჩაერთო კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, რათა უფრო კრეატიული და მოტივირებული გაეხადა ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება და ისინი აქტიურად ჩართული ყოფილიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში.
კონკურსმა მიზანი გაამართლა და უამრავი ბავშვი აგზავნიდა თავის ნაკეთობებს და ვიდეომასალებს დისტანციურად. უდიდესი მადლობა მათ და მათ მშობლებს.
ახალი წლიდან გვინდა ისევ განვაახლოთ კონკურსი: „სხვა სამყარო ჩემი“, ამიტომ გადავწყვიტეთ გასული სასწავლო წლის ყველაზე აქტიური და გამორჩეული ბავშვები დავაჯილდოვოთ ფასიანი საჩუქრებით.
ნომინაციებში წარდგენილი მოსწავლეთა ნამუშევრების შესწავლა-დათვალიერების მიხედვით გამოიყო ყველაზე საინტერესო ნამუშევრები.
გთავაზობთ, გამარჯვებული მოსწავლეების სიას, ნომინაციების მიხედვით.
გამოვყავით ასევე ყველაზე აქტიური მონაწილეები, რომლებიც ყველა ნომინაციაში აქტიურობდნენ და გვიგზავნიდნენ სხვადასხვა აქტივობებს, ვიდეორგოლებს, გვიკითხავდნენ ლექსებს, გვაცნობდნენ წიგნებს და ა.შ. ეს გახლავთ მე-5 კლასის მოსწავლეები საბა თუთბერიძე და დავით ბენიძე.
ნომინაციებში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრები ყოველდღე ქვეყნდება სკოლის გვერდზე და ყველას შეუძლია დაათვალიეროს მოსწავლეთა შემოქმედება..
ვულოცავთ გამარჯვებულ ბავშვებს, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება