TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტის - Tolerance ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
25-12-2020
-
+


9 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში Erasmus+ და eTwinning- ის საერთაშორისო პროექტის - Tolerance („ტოლერანტობა“) ფარგლებში დეკემბრის თვის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის საპრეზენტაციო თემები იყო: Gender Inequality/გენდერული უთანასწორობა და Social Inequality/სოციალური უთანასწორობა.

პროექტის ხელმძღვანელი: პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე.

პროექტის პარტნიორი ღების საჯარო სკოლიდან - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - ვერა ლობჯანიძე.

პრეზენტაცია, სახელწოდებით „Gender Inequality“/“გენდერული უთანასწორობა“ ინგლისურ ენაზე წარმოადგინა მერვე კლასის მოსწავლემ - მარიამ სალუქვაძემ.

ხოლო მე-11 კლასის მოსწავლემ - ოთარ ლობჯანიძემ შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა საპრეზენტაციო თემა ინგლისურ ენაზე სახელწოდებით „Social Inequality”/”სოციალური უთანასწორობა“.

სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ მარიამ სალუქვაძემ განიხილა ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი მსოფლიოში, როგორიცაა - გენდერული უთანასწორობა.

პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

„ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროში ადამიანმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს, საკუთარ თავს სხვის თანასწორად უნდა აღიქვამდეს, უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და მათი რეალიზების თანაბარი შესაძლებლობებით. მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიის განვითარების გზას ადგანან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თანასწორობის პრინციპებს. დემოკრატიულ პრინციპებს შორის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ქვეყნისა და საზოგადოების განვითარება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას გულისხმობს, რაც ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების ეფექტურ დაცვას, ქმნის გონივრულად დაგეგმილი ეკონომიკის საფუძველს, ზრდის პროდუქტიულობას, ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებას და უზრუნველყოფს გენდერულ ბალანსს ინსტიტუციებში. გენდერული თანასწორობის ისტორია არის ქალსა და მამაკაცს შორის ინტელექტუალურ, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში ცვალებადი ურთიერთობების ისტორია. მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე უკვე დიდი ხანია დგას გენდერული უთანასწორობის პრობლემა, რაც ძირითადად ქალების მდგომარეობასა და სტატუსზე აისახება. სამწუხაროდ, ქალთა უფლებები ბევრ ქვეყანაში დღესაც ირღვევა, მწვავედ დგას გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის საკითხი, უაღრესად მტკივნეულია ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და ა.შ. გენდერული უთანასწორობის პრობლემა საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. ქვეყანაში არსებული ტრადიციები, ქალისა და მამაკაცის როლისადმი გავრცელებული დამოკიდებულებები და შეხედულებები უარყოფითად აისახება ქალის მდგომარეობასა თუ სტატუსზე. ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ქვეყნის საზოგადოებრივ, განსაკუთრებით, პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხშირია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები; და საერთოდ, როგორც ირკვევა, მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალს საზოგადოება არასწორად აფასებს და სათანადოდ ვერ იყენებს.

სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ოთარ ლობჯანიძემ ინგლისურ ენაზე წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: Social Inequality/სოციალური უთანასწორობა.

სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ პრობლებას. მოცემულ ნაშრომში განხილულია სიღარიბის პრობლემა მისი ინდივიდუალური და გლობალური გამიჯვნის საფუძველზე. ნაშრომში შემოთავაზებულია სიღარიბის გამომწვევი მიზეზების შესწავლა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების განსაზღვრის კონტექსტიდან გამომდინარე. აღნიშნულია, რომ სიღარიბის გამოწვევისა და შენარჩუნების მრავალი მიზეზის არსებობა მოითხოვს საზოგადოებაში არსებული სიღარიბის საფუძვლიანად შესწავლას, სიღარიბის მიზეზების მიხედვით მოსახლეობის ღარიბი ფენების დაჯგუფებას და ყოველი კონკრეტული ჯგუფისთვის სიღარიბესთან ბრძოლის სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას, რათა მოხდეს არა შედეგების „მკურნალობა“, არამედ სიღარიბის ფესვების აღმოფხვრა.

თანამედროვე საზოგადოება მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა პრობლემას უპირისპირდება და ამ პრობლემებს შორის ყველაზე ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე. ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ყოველთვის იყო და დღემდე რჩება პრობლემად, რომელიც საერთოა ყველა ქვეყნისათვის და, ამგვარად, ატარებს გლობალურ ხასიათს. გლობალური სიღარიბის აღმოფხვრა - ეს არის თანამედროვე რეალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული უთანასწორობა სასარგებლოა საზოგადოებისათვის, ვინაიდან გამოდის თავისებურ მოტივატორად ეკონომიკური აქტიურობისათვის, ადამიანთა უნარისა და შესაძლებლობების განვითარება-გამოყენებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. მაგრამ სიმდიდრის თავმოყრა ცალკეული პირების, ასევე სახელმწიფოთა ხელში, ზღუდავს სხვების წინსვლისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს, ქმნის ე.წ. „სიღარიბის მანკიერ წრეს“, რომლის გარღვევა ძალზე რთულია“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება