სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, თემა - „უთხარი არა ბულინგს“ ინგლისურ და ქართულ ენებზე წარმოადგინეს
25-12-2020
-
+


7 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში Erasmus+ და eTwinning- ის საერთაშორისო პროექტის -„Tolerance”(„ტოლერანტობა“) ფარგლებში პირველი სამუშაო თემა - „Say No To Bullying”/ „უთხარი არა ბულინგს“ წარმოდგენილ იქნა ინგლისურ და ქართულ ენებზე.

ინგლისურ ენაზე პრეზენტაცია წარმოადგინა- ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ - ნანა ჯოხაძემ, ხოლო ქართულ ენაზე პრეზენტაცია შემოგვთავაზა - მარიამ ბოხაშვილმა - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ.

„მათ მიერ განხილულ იქნა - ბულინგი, როგორც გლობალური პრობლემა და აქტუალური თემა რომელიც, თითოეულ ჩვენთაგანს აწუხებს. ბოლო დროს გახშირებული ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტები დაგვაფიქრებს იმაზე რომ, საზოგადოების ცნობიერებაში ბევრი რამ შესაცვლელია, ეს ალბათ გარკვეულწილად პედაგოგის და სკოლის კომპეტენციაა რადგან, პიროვნების ჩამოყალიბება სწორედ აქ ხდება; მაგრამ, მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვის აღზრდაში მთავარი ადგილი მაინც ოჯახს უკავია...

მოსწავლეებმა განმარტეს თავად ტერმინი „ბულინგი“, ბულინგის სახეები და მათი ამოცნობის ნიშნები.

თითოეულმა პრეზენტაციის წარმომდგენმა დაწვრილებით ისაუბრა ბულინგის სახეებზე:

  • ფიზიკური,
  • ვერბალური,
  • ემოციური/სოციალური,
  • კიბერბულინგი,
  • რელატიური,
  • რელიგიური
  • და რასობრივი ბულინგი.

პრეზენტაციების წარმოდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს მოსწავლეებმა წარმოდგენილ მასალებთან დაკავშირებით.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესოდ და აქტიურ რეჟიმში წარიმართა.

ბულინგი და ძალადობა არის თემა, რომელიც აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიო განხილვის საგანი გახდა. აქტუალობა კი განაპირობა ბულინგისა და ძალადობის ფაქტების გამრავლებამ და გამრავალფეროვნებამ. რა არის ბულინგი, ძალადობა, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? ბულინგი ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ადამიანის (ბავშვის, მოზარდის და სხვათა) მიმართ თანატოლების ან სხვა ჯგუფის მიერ მრავალჯერადად. ბულინგის ქართულ შესატყვისებად შეიძლება ჩაითვალოს: შარიანობა, ჩხუბისთავობა, ყოჩობა… ძალადობა კი ერთი ადამიანის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებაა ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ და იგი ძირითადად ერთჯერად ხასიათს ატარებს.

ბევრი იწერება და ბევრს საუბრობენ პრევენციაზე. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საჭიროა კონსტრუქციული, შეთანხმებული (მშობელი, სკოლა, საზოგადოება) ქმედებები, ცნობიერების ამაღლება. ძალადობრივი ქმედების პრევენცია ეტაპობრივად პატარა ასაკიდან უნდა განხორციელდეს.

Eramus + და eTwinning-ის საერთაშორისო პროექტ „Tolerance”(“ტოლერანტობა“)-ის მეორე სამუშაო შეხვედრის (დეკემბრის თვის) თემები:

1.No bullying or Say no to bullying;/ უთხარი არა ბულინგს;

2.No racism or Say no to racism;/ უთხარი არა რასიზმს;

3.Religious intolerance;/რელიგიური არატოლერანტობა;

4.Disability discrimination;/შეზღუდული შესაძლებლობების დისკრიმინიცია;

5. Gender inequality;/გენდერული უთანასწორობა;

6.Political discrimination;/პოლიტიკური დისკრიმინაცია;

7.Ethnic discrimination or Ethnic inequality;/ეთნიკური დისკრიმინაცია ან ეთნიკური უთანასწორობა;

8.Discrimination in Education or Right to educate; / დისკრიმინაცია განათლებაში;

9.National Origin-Based Discrimination; - ეროვნებაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია;

10. Crimes motivated by intolerance and discrimination;- კრიმინალი მოტივირებული არატოლერანტობითა და დისკრიმინაციით;

11.Values;/ღირებულებები

12.Beauty/სილამაზე(გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაცია),

13. Discrimination and Equality/დისკრიმინაცია და თანასწორობა;“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება