მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მთავრობის გადაწყვეტილებით, პედაგოგებს იანვრიდან ხელფასი 100 ლარით მოემატებათ. ანაზღაურება უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის გაიზრდება.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხას მასწავლებლები სრულად ვერ მიიღებენ, რადგან დანამატი საერთო ხელფასთან ერთად დაანგარიშდება და დანამატის თანხასაც თავისი წილი საშემოსავლო გადასახადი 20% ანუ 20 ლარი ჩამოეჭრება. რეალურად, მასწავლებლები 80 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ პედაგოგებს, რომლებსაც საპენსიო დანაზოგში თანხის გადარიცხვა უწევთ, ხელფასიდან დამატებით 2% დაექვითებათ.
100-ლარიანი დანამატი პედაგოგების განაწყენების მიზეზი გახდა, რადგან როგორც მთავრობისგან არაერთხელ იყო აღნიშნული, მასწავლებლებს ანაზღაურება 150 ლარით ჯერ კიდევ 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში უნდა გაზრდოდათ. თუმცა ეს დაპირება დაპირებად დარჩა და პედაგოგების ხელფასზე დანამატი მხოლოდ 100 ლარით განისაზღვრა. გაზრდილ ანაზღაურებას მასწავლებლები იანვარიდან მიიღებენ.
როგორც მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად.
ასევე დაგაინტერესებთ:
მასწავლებლის ხელფასი მარტო სტატუსსა და საათებზე არ არის დამოკიდებული - რატომ აქვს თქვენს კოლეგას განსხვავებული ანაზღაურება?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა