მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს.
დოკუმენტური ჟანრის ფილმი, რომელსაც „თამილა მასწავლებელი“ ჰქვია, მოსწავლეებმა პედაგოგ თამილა კურბანოვას მიუძღვნეს, რომელიც სოფელ ჯავშანიანის მკვიდრია.
ფილმი მოსწავლეებმა პროექტის - „კინო სკოლაში“ ფარგლებში გადაიღეს. პროექტში მოსწავლეები პედაგოგმა ელნურ ველიზადემ ჩართო, რომელიც ამავე დროს მსახიობიც გახლავთ.
„პროექტ „კინო სკოლაში“ ჩემმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა და პირველად გადაიღეს თავიანთი ფილმი სახელით - „თამილა მასწავლებელი“, რომელიც არის დოკუმენტური ჟანრის. მადლობას ვუხდით ქალბატონ გვანცა ნარიმანიძეს გაკვეთილებისთვის“,- აღნიშნავს ელნურ ველიზადე.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“