სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტის - „ტოლერანტობა“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
28-12-2020
-
+


10 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში Erasmus+ & eTwinning- ის საერთაშორისო პროექტის - „Tolerance” („ტოლერანტობა“) დეკემბრის თვის რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა შედგა. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე:

“Disability Discrimination” / “შეზღუდული შესაძლებლობების დისკრიმინაცია“,

“Beauty” / „სილამაზე“ (გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაცია),

“Values”/ “ღირებულებები“

პრეზენტაციის წარმომდგენები:

  • ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე - მარიამ ლობჯანიძე;
  • ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე - თომა ლობჯანიძე;
  • ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ ლობჯანიძე.

პროექტის ორგანიზატორი - პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ღების საჯარო სკოლიდან - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - ვერა ლობჯანიძე.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და შემდგომ კი შეხვედრა გააგრძელეს დისკუსიის ფორმატში.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე- კლასის მოსწავლემ - მარიამ ლობჯანიძემ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თემაზე - “Values”/ “ღირებულებები“.

ღირებულება — სასურველის ექსპლიციტური ან იმლიციტური კონცეფცია, რომელიც ახასიათებს ინდივიდებს ან ჯგუფებს და განსაზღვრავს ადამიანის ქცევის ტიპს, მიზნებს და მათი მიღწევის საშუალებებს. ღირებულების გააჩნია შესაბამისი ქცევის აღძვრისა და ქცევის რეგულირების ფუნქცია.

› ღირებულება, ესაა პრინციპი ან სტანდარტი,რომელსაც აღიარებს ინდივიდი,ჯგუფი,ან საზოგადოება. საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა თანასწორობა, სამართლიანობა და ა.შ. ღირებულება გამოხატავს ადამიანის რწმენას ,შეხედულებებს, იდეალებსა თუ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების სტილს.ღირებულებები ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში და ახდენენ გავლენას მის გადაწყვეტილებებზე.პიროვნული ღირებულებების მაგალითებია: პატიოსნება, ლოიალობა, დამოუკიდებლობა, გულუხვობა, პატრიოტიზმი და ა.შ.

› ინდივიდს თუ საზოგადოებას არაერთი ღირებულება გააჩნია. ამ ღირებულებათა ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მათი მთლიანობითი ხასიათი. ღირებულებები სტრუქტურულ კავშირში არიან ერთმანეთთან და ქმნიან ერთ მთლიან სისტემას მათი შედარებითი მნიშვნელობის მიხედვით. ღირებულებათა ამ სისტემას ახასიათებს სტაბილურობა, რაც საშუალებას იძლევა ამ ღირებულებათა მატარებელი ინდივიდის თუ საზოგადოების ქცევა პროგნოზირებად იყოს. ამასთან ღირებულებები აბსოლუტური სტაბილურობით არ ხასიათდებიან. შესაძლოა მათი შეცვლა ნელ-ნელა ან მოულოდნელად და სწრაფად განხორციელდეს. ეს ცვლილება ღირებულებითი ორიენტაციის შესაბამისად ხდება.

› ღირებულება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდგრად კონსტრუქტს, რომელიც უყალიბდება ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში და რომლის შეცვლაც საკმაოდ რთულია, თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ადამიანი ახდენს თავისი ღირებულების შეცვლას. ეს ძირითადად დაკავშირებულია მძაფრ განცდებთან. ღირებულებები წარმოადგენს ერთგვარ საზომს, რომლითაც ვავლენთ გარკვეულ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ, თუ რა არის კარგი,ცუდი, სამართლიანი, უსამართლო, მორალურ, ამორალური. ეს დამოკიდებულებები კი ყველას აღზრდის პროცესში უყალიბდება, რომელიც მყარ რწმენად გადაიქცევა და ძნელად ემორჩილება ცვლილებებს.

› ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მას გააჩნია საკუთარი ღირებულებები, რომელიც ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ცდილობს შეინარჩუნოს და დაიცვას საკუთარი ღირებულებები.

ღირებულებების ძირითადი

მახასიათებლები:

› 1.ჭეშმარიტების,

› 2.სილამაზის,

› 3.აუცილებლობის,

› 4. ძალაუფლების,

› 5. სიყვარულის,

› 6. რელიგიის.

სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ თომა ლობჯანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე:

“Disability Discrimination” / “შეზღუდული შესაძლებლობების დისკრიმინაცია“.

წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაცია მთელ მსოფლიოში დაბადებისთანავე იწყებოდა. თუმცა გარემო და ეპოქა შეიცვალა...

ამერიკის ზრდასრული მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობა მქონეა. 30 წლის წინ შეერთებულ შტატებში მიიღეს „აქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკელთა შესახებ“. კანონის თანახმად, შშმ პირთა დისკრიმინაცია აიკრძალა და მილიონობით ამერიკელის ცხოვრება გაუმჯობესდა. საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტები შეიქმნა საქართველოშიც, თუმცა უფლებადამცველები მის დეკლარაციულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის რეალურ გარანტიებს არ უზრუნველყოფს.

კარენ გოსი, შშმ პირთა შესახებ ამერიკის კანონის საინფორმაციო ცენტრების ქსელის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს აქტი, არის კანონი „სამოქალაქო უფლებების შესახებ“, და მაშინ, როდესაც ამერიკას სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს, წლების მანძილზე შშმ პირები ამ ბრძოლით მოპოვებული უფლებებით და დაცვის გარანტიებით ვერ სარგებლობდნენ. “ცხადი იყო, რომ ისინი არ იგულისხმებოდნენ, არ იყვნენ ჩართულნი ისევე, როგორც სხვა, მანამდე მარგინალიზებული ჯგუფები. ამ კანონის უმნიშვნელოვანესი ასპექტი ისაა, რომ ის ყველასთვის სამართლიანი, თანაბარი შესაძლებლობის შექმნის საშუალებას იძლევა“.

აქტი კანონად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის ხელმოწერის შემდეგ, 1990 წლის 26 ივლისს იქცა და დაიცვა მილიონობით ამერიკელი დისკრიმინაციისგან სკოლებში, სამუშაო ადგილზე, საჯარო თუ კერძო სივრცეებში. შედეგად, მილიონობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა გოსი აღიარებს, რომ დასაქმების კუთხით ციფრები ჯერ ისევ დაბალია. 2019 წელს ამერიკის შრომის ბიუროს სტატისტიკის თანახმად, ზრდასრულ შშმ პირთა მხოლოდ 20 %-ზე ნაკლებს ჰქონდა სამსახური.

საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა, გადაიდგა ნაბიჯები ინკლუზიური განათლების, დასაქმების ხელშეწყობის თუ სხვა მიმართულებით, მაგრამ უფლებადამცველები წუხდნენ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე. 2020 წლის ივლისიდან კი სწორედ ასეთი, საერთო აქტი - „კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ“ ამოქმედდა. საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა, გადაიდგა ნაბიჯები ინკლუზიური განათლების, დასაქმების ხელშეწყობის თუ სხვა მიმართულებით, მაგრამ უფლებადამცველები წუხდნენ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე. 2020 წლის ივლისიდან კი სწორედ ასეთი, საერთო აქტი - „კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ“ ამოქმედდა.

ასეთი კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და ფაქტობრივად ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ აღიარებს შშმ პირთა უფლებებს პრიორიტეტულად. ეს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა პრობლემები მდგომარეობს აღსრულებასთან დაკავშირებით. შშმ პირთა თემი და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კანონს ვითხოვდით იმისთვის, რომ რეალურად გაუმჯობესებულიყო ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება. მთავარი გამოწვევა კი, რაც ამ კანონმდებლობას აქვს, არის მისი დეკლარაციულობა. ერთი მხრივ აღიარებულია ცალკეული უფლებები, მაგრამ ამ უფლებების აღსრულების ვალდებულება კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის“.

ქართველი უფლებადამცველები კანონის მიღებას მიესალმებიან, თუმცა სახელმწიფოსთვის ხარვეზებზე მითითებას და მათ გამოსწორებაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებენ.

სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ლობჯანიძემ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თემაზე: “Beauty” / „სილამაზე“(გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაცია).

სილამაზე წარმოადგენს კულტურის უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. მისი აბსოლუტური ხარისხია შესანიშნაობა. ამასთან ერთად, სილამაზე არის ზოგადი და ნაირგვარი გაგება.

სილამაზის გავლენა ადამიანთა ცივილიზაციის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, სხვადასხვა ეპოქაში ადამიანურ სილამაზეს აღიქვამდნენ და აფასებდნენ სხვადასხვაგვარად. ანტიკურ ხანაში მას თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ. დასტურად მოვიყვანოთ თუნდაც უძველესი დროის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მოვლენა – ხანგრძლივი და სასტიკი ომი საბერძნეთსა და ტროას შორის.

არსებობს ცალკე ტერმინი ასეთი მოვლენისთვის - „ლუკიზმი“. ეს არის წინასწარ შექმნილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომლებიც ითვლებიან ფიზიკურად არამიმზიდველებად.

ერთ-ერთი გამოკითხვის დროს შეერთებულ შტატებში გაირკვა, რომ დისკრიმინაცია გარეგნობის გამო უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ეთნიკური ან ნაციონალური ნიშნით.

მაგრამ ყოველთვის მოდიოდა ისეთი დრო, როდესაც სილამაზეს არა მხოლოდ აფასებდნენ, არამედ კვარცხლბეკზეც კი აჰყავდათ. ზუსტად ასე იყო, როდესაც შუა საუკუნეების მერე მოვიდა მშვენიერი რენესანსის ხანა, რომლის სილამაზის ხედვა ასახულია ისეთი დიდი ოსტატების ნახატებსა და სკულპტურებში, როგორებიც არიან: ლეონარდო და ვინჩი (სხვათა შორის, სწორედ მან, პირველმა გამოთვალა საყოველთაო სამოდელო პარამეტრები 90-60-90).

პრეზენტაციის წარმდგენმა ასევე ისაუბრა ლეონარდო და ვინჩზე და მისი სილამაზის ეტალონებზე.

ციტატები:

♡☆♡ 1. სილამაზე არც სახის ფორმაშია, არც ტანსაცმელსა და ვარცხნილობაში

ნამდვილი ქალური სილამაზე სულში აისახება, ის მჟღავნდება მაშინ როცა ქალი თავის სიყვარულს ჩუქნის, მისი სილამაზე წლიდან წლამდე იზრდება. მერლინ მონრო.

♡☆♡ 2. ქალი ყვავილივით ლამაზია, ყველა ყვავილი კი ცოტა დამჭკნარი უნდა იყოს.

სილამაზე ძვირფას ქვას გავს: რაც უფრო უბრალოა, მით უფრო ძვირფასია

სილამაზე - როცა რჩები ის, რაც ხარ ოდრი ჰეპბერნი.

♡☆♡ 3. მხოლოდ მოკრძალებულობასთან შეთავსებულ სილამაზეს აქვს

უფლება, ეწოდოს სილამაზე, სილამაზე მოკრძალებულობის გარეშე,

სილამაზე არ არის, ეს სასიამოვნო სანახააობაა . . ევა ლონგორია“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

სიახლეები
საზოგადოება