მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ქუთაისის სკოლების მოსწავლეთათვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა. კონკურსი 24 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქუთაისის 42 სკოლის 502-მა მოსწავლემ მიიღო.
საკუთარი ემოციების გაზიარება ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მერიის წარმომადგენელს, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს და მათი სკოლის დირექტორს ვთხოვეთ:
ქუთაისის რესურსცენტრის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქუთაისის „ეტალონის მოსწავლეს“ მისი პირადი ინიციატივით, ერთი წლის განმავლობაში სტიპენდია გადაეცემა:
„ეტალონმა“ წლების განმავლობაში კარგად განსაზღვრა საკუთარი მიზნები და ძალიან დიდი მოწონებაც დაიმსახურა მოსწავლეებში. წელსაც მინდა გითხრათ, რომ მოლოდინს გადააჭარბეს ჩვენმა მოსწავლეებმა.
აღსანიშნავია, ისიც რომ ძალიან ბევრი მერვე კლასელი ჩაერთო წელს პროექტში, რომლებიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას და სწორედ მე-8 კლასის მოსწავლე გახდა ქუთაისის „ეტალონის“ ღონისძიების გამარჯვებულიც. ვულოცავ მას ამ წარმატებას და გეტყვით, რომ ჩემი გადაწყვეტილებით „ეტალონის“ მოსწავლეებს ეძლევათ ჩემი პირადი სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში და წლევანდელ გამარჯვებულსაც გადაეცემა ეს სტიპენდია.
მიხარია რომ პანდემიის პირობებშიც კი პროექტი გრძელდება, ჩვენც ვაგრძელებთ ჩართულობასა და აქტივობას და ვფიქრობ, მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური და დატვირთული იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის წარმომადგენლებსა და მის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს.
„სიყვარულის შეჯიბრი“ - ასე უწოდებს ქუთაისის მერიის წარმომადგენელი მაყვალა ქობულაძე პროექტ „ეტალონს“:
იმდენად დადებითი ემოციებით ვარ დატვირთული, იმის გამო რომ „ეტალონმა“ მაინც მოახერხა პროექტის ჩატარება, რთულია სიტყვებით გადმოგცეთ. ძალიან მომწონს ეს პროექტი და ის ფაქტი, რომ ქუთაისის სკოლების განათლებული და ინტელექტუალი მოსწავლეები ცოდნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ეს არის „სიყვარულის შეჯიბრი“ - ასე ვიტყოდი, რადგან ერთმანეთის გამარჯვებაც საოცრად ახარებთ.
პროექტის შემდგომ თითოეული მონაწილე ყოველთვის გახარებულია. შინაგანი მოტივაცია და ძალიან დიდი მუხტი აქვთ იმისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთონ და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს და მის გუნდს.
მოსწავლეების შედეგით გახარებულიც და გაკვირვებულიც არის ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე. მოსწავლეების წარმატებას ელოდა, მაგრამ მათმა შედეგებმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. ქუთაისის N30 სკოლის 4 მოსწავლე არათუ მხოლოდ ათეულშია, არამედ მათგან სამი პირველი სამ ადგილს ინაწილებს:
ტესტირების ონლაინ ფორმატი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. წინა წელს ჩვენ ყველაზე აქტიურები ვიყავით izrune.ge-შიც და წელს ამის შედეგიც გამოჩნდა. „ეტალონის“ მიმართ ინტერესიც გაიზარდა მოსწავლეებში და პროექტში ჩართვის მსურველიც უფრო მეტი იყო. შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ძალიან სასიხარული იყო, საუკეთესო ათეულში 4 ადგილს ნამდვილად არ ველოდით. ბავშვებმა ბევრი იშრომეს და ეს შრომა ნამდვილად დაუფასდათ.
ქუთაისის „ეტალონის“ ონლაინ კონკურსში პირველი ადგილი ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე თეკლა გიორხელიძემ მოიპოვა:
ონლაინ ტესტირება უცხო ჩემთვის ნამდვილად აღარ ყოფილა, ვინაიდან სწავლაც დისტანციურად მიტარდება და უკვე შევეგუეთ კიდეც ერთგავარდ ესეთ ფორმატს. სიმართლე გითხრათ, პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა, მით უმეტეს, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა წელს პირველად მივიღე და ესეთი წარმატება ჩემთვის დიდი პატივია.
თეკლას გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა მისი დამრიგებლისთვის. როგორც გურანდა შანიძე ახასიათებს, თეკლა გიორხელიძე ძალიან აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეა:
პირველ რიგში გეტყვით, რომ ზოგადად მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი ონლაინ „ეტალონს“. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, თეკლამ შეძლო გამარჯვება. ზოგადად, ძალიან აქტიური ბავშვია, განსაკუთრებით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდგომ. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ონლაინ სწავლების პროცესში თეკლა კიდევ უფრო აქტიური გახდა და მაქსიმალურად აჩენს თავის შესაძლებლობებს. ვერ გეტყვით რომ გამიკვირდა გამარჯვება. მისგან კარგ შედეგს ნამდვილად ველოდი, მაგრამ უშუალოდ ფაქტმა ძალიან გამახარა.
მეორე ადგილოსანი ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ხევცურიანია. როგორც მოსწავლემ გვითხრა, პირველ სამეულში მოხვედრას ნამდვილად ელოდა და მეორე ადგილი მისთვის სასიხარულო იყო.
წელს „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის კონკურსში მონაწილეობა პირველად მივიღე, ვერ ვიტყვი, რომ სამეულში მოხვედრას არ ველოდებოდი, რადგან არც თუ ისე რთული კითხვები იყო, თუმცა მაინც ემოციურად ველოდი შედეგებს და ძალიან გამიხარდა. ონალინ ფორმატსაც დადებითაც შევაფასებდი, გამართული იყო და დროც საკმარისი იყო თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.
„ეტალონის“ ონლაინ კონკურსით კმაყოფილია ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლე დაიანა პაპავა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა:
„ეტალონში“ მონაწილეობა ადრეც მიმიღია, თუმცა ასეთი წარმატება ნამდვილად არ მომიპოვებია. ძალიან გამიხარდა მესამე ადგილზე რომ გავედი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.
საკმაოდ მოსახერხებელი იყო ონლაინ ფორმატიც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაინც ჩვეული რეჟიმი მირჩევნია, ონლაინაც მომეწონა კონკურსში მონაწილეობის მიღება.
მოსწავლეების წარმატებით ბედნიერია მათი დამრიგებელი ვიოლეტა კვანტალიანიც:
კონკურსის შედეგებით ძალიან კმაყოფილები იყვნენ ჩვენი მოსწავლეები. როგორც კი დაასრულეს მაშინვე მომწერეს ნიშნები, სანამ იმას გაიგებდნენ ვინ გაიმარჯვა და ვინ რომელ ადგილზე გავიდა. ზოგადად გეტყვით, რომ საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს და ძალიან მიხარია ეს ამბავი. რაც შეეხება უშუალოდ დაიანას და ვიოლეტას გეტყვით, რომ ძალიან გონიერი, სასახელო, მოწესრიგებული, ჭკვიანი და წარმატებული მოსწავლეები არიან და მათ წარმატებას ნამდვილად ველოდი.
„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, ვინაიდან ამით ისინი თავიანთი თავის წარმოჩენას და აღიარებას ახერხებენ. ამასთან, ამ ჩაკეტილობის პერიოდში ეს მათ გუნება-განწყობაზეც მოქმედებს და დადებით გავლენას ახდენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე